შვეიცარია, - ევროთასებისა და წარმატებების დასაწყისი
სულ ცოტა ხნის წინ, “რეალი” მე-20 საუკუნის საუკეთესო საფეხბურთო გუნდად დასახელდა. “რეალმა” თავისი პირველი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე 1955 წლის 8 სექტემბერს, სწორედ შვეიცარიაში ჩაატარა, ჟენევის “სერვეტის” წინააღმდეგ.
“სამეფო კლუბი” ზემოხსენებულ მატჩში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, თუმცა 74-ე წუთამდე მადრიდელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ევროთასებზე “რეალის” პირველი გოლი მიგელ მუნიოსმა ჩაიწერა აქტივში.
იმ შეხვედრის შემდეგ, ფრანგულმა “L'Equipe”-მა “რეალის” თამაში შემდეგნაირად აღწერა: “გუნდი დაკომპლექტებულია ჭკვიანი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელებით. დი სტეფანო კი, გუნდის უდავო ლიდერია.”
“შვეიცარიაში უცნაური გრძნობით გავემგზავრეთ. ახალ, ჩვენთვის სრულიად უცნობ ტურნირში უნდა მიგვეღო მონაწილეობა,” - იხსენებს დი სტეფანო, “კარგად ვიცოდით, რომ კარგი გუნდი გვყავდა, თუმცა ევროპული გუნდების სიძლიერე გამოცდილი არ გვქონდა. მახსოვს, შვეიცარიულმა გუნდმა მკვეთრად დაცვითი ტაქტიკა აირჩია, გულშემატკვირები კი, მთელი შეხვედრის მანძილზე გულმხურვალედ ქომაგობდნენ. ძალიან გაგვიჭირდა და მინიმალურად, 1-0 მოვიგეთ. აი, განმეორებით მატჩში კი, მადრიდში მეტოქე 5-0-ზე გავანადგურეთ.”
“რეალის” მიმართ უდიდესი პატივისცემა ხალხს ევროთასებზე მადრიდელთა შესანიშნავი ასპარეზობით ჩამოუყალიბდა”, - იხსენებს იმ მატჩის კიდევ ერთი მონაწილე პერეს-პაია, ”ყველანი ძალიან ვღელავდით. გოლის გატანის რამდენიმე შანსი მქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენე. ის კი ფაქტია, რომ მთელი მატჩის მანძილზე უდიდეს უპირატესობას ვფლობდით, რაც მხოლოდ ერთ გოლში გადავსახეთ.”
დი სტეფანოც და პერეს-პაიაც დარწმუნებულნი არიან, რომ შვეიცარიაში “რეალის” მორიგი ვიზიტი ასევე წარმატებული იქნება. “ბლანკოსი” დაუპირისპირდება მეტოქეს, რომელიც მის წინააღმდეგ დაცვაში ითამაშებს და კონტრშეტევებზეც წავა. მასპინძლები ძალიან მოტივირებულნი იქნებიან. მაინც მგონია, რომ ორივე შეხვედრას “სამეფო კლუბი” მოიგებს,” - განაცხადა დი სტეფანომ. “მახსოვს, შვეიცარიელებს ჩვენს კართან მომენტიც არ ჰქონიათ, თუმცა მაშინ გოლის გატანა ძალიან დაგვიგვიანდა, იმედი მაქვს, რომ “რეალი” ხვალ თავს არ შეირცხვენს და ინჩასებს ლამაზ ფეხბურთს შესთავაზებს,” - ეს კი უკვე პერეს-პაიას სიტყვებია.
“რეალის” შესახებ კი ორივეს საერთო აზრი აქვს, - მათი თქმით, “სამეფო კლუბის” ამ ფორმაციის გუნდი უამრავ ტიტულს მოიგებს.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 14 სექტემბერი 2009
- 3 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.