10 გოლი 15 შეხვედრაში

ადებაიორმა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ 15–ჯერ ითამაშა და 10 გოლი გაიტანა.

გუშინ მადრიდის "რეალი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა. ემანუელ ადებაიორმა ამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. მან ინგლისურ კლუბთან 15–ჯერ ითამაშა და თავი 10–ჯერ გამოიჩინა. ტოგოელმა 4გოლი "ვაით ჰართ ლეინზე" შეაგდო.

"მანოლიტომ" ამ 10 გოლიდან "ტოტენჰემს" 6 პრემიერ ლიგაში, 2 კარლინგის თასზე და ორიც ჩემპიონთა ლიგაში გაუტანა. ემანუელმა ინგლისში 5 წელი გაატარა. 2006/2007 წლების სეზონში "ტოტენჰემის" კარი მან სამჯერ აიღო. 2007/2008 წლებში კი ინგლისელებს 4ბურთი გაუტანა. ერთი სეზონის შემდეგ ამ კლუბთან თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ადებაიორის დებიუტი სამეფო კლუბში 30 იანვარს "ოსასუნასთან" შედგა. "ბლანკოსის" მაისურით მეორე მატჩი რეალ "სოსიედათთან" გამართა და გოლიც გაიტანა. 4 დღის შემდეგ კი 27 წლის ფორვარდმა კოპა დელ რეიზე "სევილიას"მეკარე დაამწუხრა.

ინფორმაციის წყარო:realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)