ბრწყინვალე გამარჯვება
გუშინ მადრიდის "რეალმა" მართლაც,რომ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ამ მატჩის თითოეული მნიშვნელოვანი მომენტის მიმოხილვას წერილობითი ფორმით...
მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ... "ბერნაბეუზე" საოცარი ატმოსფერო სუფევდა. მეოთხედფინალს მონატრებული მადრიდისტები დიდი იმედებით იყვნენ, ამხნევებდნენ თავიანთ გუნდს და რაც მთავარია გამარჯვების მოლოდინში იყვნენ. 90 წუთის განმავლობაში "ბერნაბეუ" არ გაჩერებულა. მოედანზე თითქმის ყველა გულშემატკივარს მადრიდის "რეალის" დროშა დაურიგდა. საერთო ჯამში დაახლოებით 80 000 თეთრი ალამი ფრიალებდა მატჩის მიმდინარეობისას.
"რეალმა" პირველივე წუთებიდანვე დაიწყო შეტევა. ნელ-ნელა გოლი მწიფდებოდა. უმეტესად ფლანგებიდან აქტიურობდნენ მადრიდისტები. შეხვედრის მეოთხე წუთზე კუთხური დაინიშნა,რომელიც გოლად იქცა. ადებაიორმა თავური დარტყმით ბურთი კარისკენ გადაგზავნა. ლონდონელთა კარის ხაზთან ქაოსი წარმოიშვა. ლუკა მოდრიჩმა და ილარიო გომესმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და რამდენიმე რიკოშეტის შედეგად ბურთმა "ტოტენჰემის" კარში შეაღწია - 1-0.
პირველი ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მაგრამ იყო უამრავი დასამხსოვრებელი მომენტი, მათ შორის უმთავრესი ალბათ, კრაუჩის გაძევება და არდანიშნული თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ჯერ კი - გოლებზე გავამახვილოთ ყურადღება. მეორე ტაიმის დასაწყისიდან "ბლანკოსმა" კვალავ დაიწყო მეტოქის დაწიოკება. განსაკუთრებით მარსელო აქტიურობდა. მან 57-ე წუთზე შესანიშნავად აუწოდა ბურთი ადებაიორს თავზე, ამ უკანსაკნელმაც ასევე შესანიშნავადვე გაგზავნა ბურთი გომესის კარის მიმართულებით, ეს უკანასკნელი უძლური აღმოჩნდა - 2-0.
ლონდონელებს არაფერი არ გამოსდიოდათ. "რეალი" გამუდმებით უტევდა და ნათელი ხდებოდა,რომ გოლები კიდევ გავიდოდა. პირევლ ტაიმში შედარებით პასიური რონალდო, მეორე ნახევარში გამოცოცხლდა და უდიდეს ხიფათს ქმნიდა მეტოქის კართან. ასევე აქტიურობდა ანხელ დი მარიაც. არგენტინელმა ფეხბურთელმა 73-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ერთი მოძრაობით ჩამოიშორა მცველი და მოჭრილი დარტყმით საჯარიმოს მისადგომებიდან გომესის კარში გადაგზავნა. ბრაზილიელი მეკარე ბურთს ვერ შეწვდა და - 3-0.
ამის შემდეგ ჰარი რედნაპმაც და ჟოზე მორინიომაც ცვლილებები განახორციელეს. ადებაიორის, ხედირას და დი მარიას ნაცვლად იგუაინი, დიარა და კაკა გამოვიდა. შემოსული ფეხბურთელები საოცრად ათამაშებულ გუნდს სწრაფად შეეწყო და ლონდონელთა აწიოკება გაგრძელდა. 89-ე წუთზე მარსელო-დიარა-კაკას კომბინაციას რონალდოს გოლი მოჰყვა. დაწვრილებით - მარსელომ მარცხენა ფლანგზე ბურთი მიიღო და ლასანას მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოსკენ მოძრავ კაკას გადააწოდა. ბრაზილელი პლეიმეიკერი ეფექტურად შეიჭრა და რბილი,მაღალი გადაცემით, რამდენიმე მცველს თავზე გადაუგდო ბურთი და რონალდოს ფეხზე "დაასვა". პორტუგალიელმა კი დარტყმა უზადოდ შეასრულა და კარის ბადეში მოათავსა. აღსანიშნავია ისიც,რომ გომესმა შეცდომა დაუშვა. - 4-0.
საბოლოოდ მატჩი 4-0 დასრულდა. "რეალმა" იოლი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მატჩის შემდეგ უამრავი მითქმა-მოთქმა იყო მსაჯობაზე. შეხვედრის გერმანელმა არბიტრმა "ესპანურად" იმსაჯა. მან რამდენიმე თვალშისაცემი შეცდომა დაუშვა. ყველაზე მტავარი ალბათ არდანიშნული თერთმეტმეტრიანი იყო. დი მარიას დარტყმულ ბურთს საჯარიმოში მყოფი მცველი ხელებით გადაეღობა და დარტყმა უგულებელყო. მსაჯ(ებ)ის რექცია - 0. შეხვედრის მთავარი არბიტრი, გვერდითი არბიტრი და კარის უკან მდგომი "ვითომ" არბიტრი ამ მომენტს კარგად ადევნებდა თვალს და გასაკვირია რომ ვერაფერი ვერ (არ) შენიშნეს. მეორე დასამხსოვრებელი მომენტი კი კრაუჩის გაძევებაა. ბევრი მიიჩნევს,რომ ინგლისელი წითელი ბარათოს ღირსი არ იყო. ორივე შემთხვევაში შეიძლებოდა,რომ მსაჯს ყვითელი ბარათი არ ამოეღო.
ფეხბურთელთა შეფასებები
იკერ კასილასი - 6.0 - მისი ასეთი დაბალი შეფასება იმითაა გმოწვეული,რომ იკერს პრაქტიკულად სამუშაო არ ჰქონია.
მარსელო - 8.5 - ბრაზილიელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მარსელო მართლაც გამორჩეული ფიგურა იყო. მან 1 საგოლე პასი მიითვალა და რონალდოს გოლში კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
პეპე - 5.5 - პორტუგალიელი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. მართალია მან რამდენჯერმე შეაჩერა ბეილი, მაგრამ საერთო ჯამში რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა.
რიკარდო კარვალიო - 7.0 - 33 წლის ფეხბურთელი გაუვალი იყო ამ შეხვედრაში. მას პრაქტიკულად შეცდომა არ დაუშვია.
სერხიო რამოსი - 5.0 - ესპანელი ფეხბურთელი მართლაც სუსტად გამოიყურებოდა და ეს შეფასებაც ლოგიკურია.
რონალდო - 7.5 - მიუხედავად ტრავმის რონალდო შესანიშნავად თამაშობდა. განსაკუთრებით იგი მეორე ტაიმში გამოირჩოდა. 89-ე წუთზე კი გოლის გატანაც მოახერხა.
სამი ხედირა - 6.0 - გერმანელმა მატჩი კარგად ჩაატარა. მან რამდენჯერმა უგულებელყო მეტოქეთა შეტევა.
მესუთ ოზილი - 5.5 - "სელჩუკა" ალაბთ მატჩის იმედგაცრუება იყო. მისგან ყველა მეტს მოელოდა (რობენა შენთან ბოდიში - ავტ.)
ხაბი ალონსო - 7.5 - როგორც ყოველთვის, ესპანელი გუშინაც შესანიშნავად გამოიყურებოდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე მყოფთაგან.
ანხელ დი მარია - 7.0 - არგენტინელს ცდა არ დაუკლია,რომ მისი გუნდს დახმარებოდა. ცხადია, მას ეს გამოუვიდა. იგი უდავოდ გამორჩეული იყო მოედანზე. მან საკუთარი თამაშის უმაღლესი დონე გატანილ გოლში დაადასტურა.
ემანუელ ადებაიორი - 8.5 - დუბლი ყველაფერზე მეტყველებს. ტოგოელმა დაამტკიცა,რომ თავით თამაშში ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში.
შეცვლაზე შემოსულნი
კაკა - 6.5 - ერთ თვიანი შესვენების შემდეგ კაკა კაგად ჩერთო მატჩში და ულამაზესი პასით რონალდოს გაატანინა.
ლასანა დიარა - 7.0 - ფრანგმა ხედირა ღირსეულად შეცვალა და დარჩენილ დროში ერთი შეცდომაც კი არ დაუშვია.
გონსალო იგუაინი - 5.5 - არგენტინელი უღიმღამოდ ჩაერთო მატჩში. ეს იმისგანაა გამოწვეული,რომ მან უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და თვეებია არ ჰქონდა ნათამაშები.
მატჩის სტატისტიკა
აქვე მატჩის მიმოხილვაც
სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)
- 6 აპრილი 2011
- 2 952
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.