ადებაიორი ”გათეთრების” ზღვარზე
”ტონტენჰემის” კარში გატანილი დუბლის შემდეგ, საფეხბურთო სამყარო, ადებაიორის ”ბლანკოსში” დარჩენაზე ალაპარაკდა.
ალბათ, ამის სურვილი ტოგოელმა არა ერთ მადრიდელ ქომაგსაც გაუჩინა.თავისი გარჯით, ემანუელმა ნამდვილად დაიმსახურა ქება.სრულიად შესაძლებელია, რომ გუშინდელი დაპირისპირება, თავდამსხმელის მომავლისათვის გადამწყვეტიც გამოდგეს.
შეგახსენებთ, რომ ”ადე” ზამთრის სატრასნაფერო ფანჯარაზე, იჯარის საფუძველზე ჩაირიცხა ესპანურ გრანდში.”სიტისა” და და ”რეალს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მეშვეობითაც სამეფო გუნდს შეუძლია ფეხბურთელის გამოსყიდვა, რაც სავარაუდოდ, 17 მილიონი ევრო დაუჯდება.ეს თანხა ფაქტიურად იმის ნახევარიც კი არ არის, რომელსაც ”ატლეტიკელები” თუ ”ატლეტიკოელები” ითხოვენ იორენტესა და კუნის სანაცვლოდ (მოგეხსენებათ, მადრიდელი ბოსები აღნიშნული მოთამაშეებით არიან დაინტერესებულნი და აფრიკელის წასვლის შემთხვევაში, სწორედ მათზე დაიწყება ნადირობა).
მოკლედ, სანამ რაიმე გადაწყდება, გეტყვით რომ ამ ეტაპისათვის, ადებაიორი ”რეალის” რიგებში 14 შეხვედრასა და 5 გოლს მოითვლის. წარმატებები ადეს !
- 6 აპრილი 2011
- 2 455
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.