მოურინიოს პრესკონფერენცია
შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბის თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი არ უნდა მოეშვას, მიუხედავად დიდი უპირატესობისა...
”ძალიან კარგად ვიცი ინგლისური კლუბების მენტალიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ასე ადვილად არ დანებდებიან და დიდ ბრძოლას გამართავენ. ”ვაით ჰართ ლეინზე” ასპარეზობა ყველასთვის რთულია. აღსანიშნავია, რომ ”ტოტენჰემი” დიდი პერსპექტივის მქონდე გუნდია და შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს, ასე, რომ თამაშს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, თუ რა თქმა უნდა გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა”.
”შეხვედრის წინ, ვთქვი, რომ 0-0 ნორმალური შედეგი იქნებადა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ რეზულტადზე ვითამაშებდით. ჩემმა გუნდმა საწყისი წუთებიდან მოიპოვე კოლოსარული უპირატესობა. მოწინააღმდეგე გუნდი ვერაფერს ვერ აკეთებდა ჩვენს გასაჩერებლად და ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა”.
”ძალიან მიხარია, რომ 3 აბსოლიუტურად განსვავებული ფორვარდი მყავს. აღფრთოვანებული ვარ ემანუელ ადებაიორის თამაშით. კარიმ ბენზემას არყოფნაში, გუნდი შეტევაში იდეალურად გამოიყურებოდა, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია”.
”ის ფაქტი, რომ ლონდონში მატჩს, ბევრი გაფრთხილებით ვხვდებით, ნამდვილად არ არის სასიხარულო. ძალიან კარგია, რომ პეპეს არ მოუწევს ინგლისში გამგზავრება, რადგან თუ შემდეგ ეტაპზე გავალთ, პორტუგალიელი ძალიან დაგვჭირდება. მე შემეძლო, ფეხბურთელებისთვის მეთქვა, რომ მათ მეორე ყვითელიც მიეღოთ, მაგრამ ამის გამო ერთხელ უკვე დავისაჯეთ მე, ალონსო და იკერი”.
”არბიტრმა შესანიშნავად იმსაჯა. ჩემი აზრით, პიტერ კრაუჩი ნამდვილად იმსახურებდა მოედნიდან გაძევებას. როდესაც, მან გაფრთხილება მიიღო, უნდა დაწყნარებულიყო და შეხვედრა მშვიდად განეგრძო, თუმცა მან გააგრძელა უხეში თამაში და მოედნიდანაც გააგდეს. მისი გასვლის შემდეგ, ”ტოტენჰემი” იძულებული გახდა დაცვაში ჩამჯდარიყო. მათ პრაქტიკლუად აღარ ჰყავდათ შეტევის ხაზი და ასე თამაში ძალიან რთულია. როდესაც, 10 კაცით მადრიდის ”რეალს” ეთამაშები, შენი შანსები ყოველთვის მიზერულია”.
”ძალიან ვღელავ, ფეხბურთელთა ტრავმებზე. ერთი სული მაქვს, გავიგო გაურთულდათ, თუ არა ჩემს ბიჭებს დაზიანებები. რონალდომ 90 წუთი ითამაშა, მაგრამ მე მგონი არანაირი გართულება არ ჰქონია. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი”.
”კაკას დაბრუნება უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე. რიკარდო ძალიან გამოცდილია და იმედია ის დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. ასევე ავღნიშნავდი, იგუაინის კარგ თამაშსაც, არგენტინელის გარდა კი სულ მალე გუნდის რიგებს კარიმ ბენზემა შეავსებს”.
წყარო:realmadrid.com
- 6 აპრილი 2011
- 2 843
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.