კანავარო არ ნანობს "რეალიდან" წასვლას
ფაბიო კანავარო არ ნანობს "რეალის" დატოვებას და "იუვენტუსში" გადაბარგებით ბედნიერია. ის იმედიანადაა განწყობილი და ტურინელებთან ერთად ტიტულების მოგებას აპირებს.
ცენტრალური მცველი "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, რადგან მას დაუმთავრდა კონტრაქტი "რეალთან". კანავარომ განაცხადა, რომ შეეძლო მადრიდში დარჩენა, მაგრამ ტურინში გადასვლა ამჯობინა.
"რეალი"? მე არ ვნანობ მადრიდის დატოვებას"–აცხადებს ფაბიო Tuttosport-თან.
"მე არ შემეძლო ლოდინი იმისთვის, თუ რას მოიმოქმედებდა ფლორენტინო პერესი. როგორც კი მივიღე შემოთავაზება "იუვესგან", მაშინვე დავთანხმდი მათ წინადადებას".
"შესანიშნავი გუნდი გვყას. გვსურს სანახაობრივი ფეხბურთით გავახაროთ გულშემატკივრები".
ტურინული კლუბი სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდება ფრანგულ "ბორდოს". ფრანგულ კლუბს წვრთნის ყოფილი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ლორან ბლანი, რომელსაც დიდ პატივს სცემს კანავარო.
"ის შესანიშნავი მწვრთნელია. იტალიის ჩემპიონატშიც თამაშობდა, მაგრამ მცირე ხნით. შეიძლება ეს ყველაფერი გამოადგეს კიდეც"– დაასრულა ფაბიომ.
ინფორმაციის წყარო: Goal. com
- 14 სექტემბერი 2009
- 2 713
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.