გუტი: ძალიან გამიხარდა გოლის გატანა
მადრიდელმა გუტიმ განაცხადა, რომ ძალიან გახარებულია ესპანიოლის კარში გატანილი გოლით...
,,ძალიან გახარებული ვარ , რომ გავიტანე, კატალონიელთა წინაამღდეგ შარშანაც შევძელი გოლის გატანა და წელსაც, ამ გოლმა მოტივაცია შემმატა, ციურიხის წინაამღდეგ თუ მომეცემა თამაშის საშუალება მაქსიმალურად დავიხარჯები და გუნდს დავეხმარები გამარჯვების მოპოვებაში”.
,,ჩვენ ამ თვეში მეტად რთული მატჩები გვაქვს ჩასატარებელი, პელეგრინი აუცილებლად მიმართავს როტაციას და თითოეულ ფეხბურთელს ექნება თავის გამოჩენის შანსი. მადრიდის რეალი ამ სეზონში აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ფინალი ბერნაბეუზე ,,ბლანკოსის” გარეშე წარმოუდგენელია” - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.
- 14 სექტემბერი 2009
- 2 660
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.