ვენგერი: "მატჩის ბედი ვან დერ ვაარტის ხელშია"
ლონდონის არსენალის მთავამა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩზე ისაუბრა.
"ტოტენჰემი მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად ასპარეზობს, თუმცა მათი დღევანდელი მეტოქე მადრიდის "რეალი", რომლის დამარცხება ადვილი ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ მე ვამბობ 50-50 (პროცენტულად)."
"სამეფო კლუბის ფეხბურთელებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თეთრებს გარკვეული პრობლემები აქვთ ტრავმების სახით. გუნდს დაუბრუნდნენ რონალდო, მარსელო, კაკა და იგუაინი. ისინი ახალი გამოჯანმრთელებულები არიან და შესაძლოა ისეთი თამაში ვერ შემოგვთავაზონ, როგორსაც ისინი წლების მანძილზე თამაშობდნენ."
"ჩემი აზრით, ლონდონელებს რაფაელ ვან დერ ვაარტის უნდა სჯეროდეთ. იგი დიდებული ფეხბურთელია და საკმაოდ კარგ ფორმაშიც იმყოფება. მან კარგად იცის ბლანკოსის სუსტი და ძლიერი მხარეები. ასე რომ მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული."
- 5 აპრილი 2011
- 2 163
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.