მოურინიო : "გუნდი მხოლოდ მატჩზეა კონცენტრირებული"
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
"ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია, მატჩი "ბერნაბეუზე" შედგება და მხოლოდ ამიტომ უნდა მოვიგოთ. ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყურადღება მხოლოდ "ტოტენჰემთან" შეხვედრაზე ჰქონდეთ მიმართული. ეს არ არის რიგითი მატჩი, "ბლანკოსს" დიდი ხანია ლიგის ამ ეტაპზე არ უასპარეზია და აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წარმატებას."
"ამ მატჩში თითოეულ კომპონენტს უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება, რადგან ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. მომავალ შეხვედრაში ორივე გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს, მაგრამ წარმატებას ჩვენ უნდა მივაღწიოთ."
"ბენზემა ჩვენთან ერთად არის, მაგრამ მას არ შეუძლია თამაში. ხვალინდელ დაპირისპირებაში აუცილებელი იქნება კარის მშრალად შენახვა, რადგან ეს უდიდეს უპირატესობას მოგცემს მომდევნო მატჩისთვის."
"ჰარი რედნაპი უმაღლესი დონის სპეციალისტია და მას დიდ პატივს ვცემ, ასეთი მწვრთნელები დღევანდელ ფეხბურთში იშვიათობას წარმოადგენენ და მე მას ყველაფერში წარმატებებს ვუსურვებ."
"სანამ გარეთ ბეილი ამ დონეს მიაღწევდა ვამბობდი, რომ უელსელი დიდ წარმატებამდე სულ მალე მივიდოდა, ჩემი სიტყვები ახდა, დღესდღეობით იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და დარწმუნებული პროგრესი კიდევ დიდ ხანს არ შეწყდება."
- 5 აპრილი 2011
- 2 359
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.