ნიუ იორკელი მხარდამჭერების კლუბის პირველი ვიზიტი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბუტრაგენიომ 20 მადრიდისტა მიიღო
"პენია მადრიდისტა ნიუ იორკ სიტიმ" გადაწყვიტა სტუმრებოდა ესპანეთის დედაქალაქს პირველად. ვიზიტი ახლოსაა ჩემპიონთა ლიგაზე ტოტენჰემის "ჰოტსფურის" წინააღმდეგ გასამართ მატჩთან, რომელიც სამშაბათს ჩატარდება. ორშაბათს, 20-მა მადრიდისტამ აიღო სტადიონის ტური და ისინი მიიღო ემილიო ბუტრაგენიომ, რომელიც იმედოვნებს, რომ "ისინი მოგვიტანენ დიდ იღბალს ხვალინდელ თამაშში. "რეალის" საზღვარგარეთელი ქომაგები უფრო განიცდიან იმას რაც კლუბის გარშემო ხდება."
"ვიცით, რომ ქომაგები მთელი მსოფლიოდან გვყავს, მაგრამ ესენი უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ, რადგან მათ განსაკუთრებით სურთ აქ ყოფნა. შეერთებულ შტატებში იზრდება ფეხბურთი, ამიტომაც მათთან შეხვედრის დიდი ინტერესი გვაქვს. ბევრი ესპანელი ცხოვრობს იქ და მათ მადრიდის "რეალი" აერთიანებთ, რომელსაც უდიდესი პასუხისმეგბლობა ენიჭება," დაამატა ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა.
"პენია მადრიდსტა ნიუ იორკ სიტის" პრეზიდენტმა ელენე პონცემ მოგვიანებით კომენტარი გააკეთა, "ეს არის ოცნება, რომელიც ასრულდა, რადგან ამათგან ბევრი ქომაგი არასდროს არაა ნამყოფი მადრიდში. მადრიდის "რეალი" საოცარებაა ჩვენთვის. ჩემპიონთა ლიგის მატჩს მოუთმენლად ველით. იმედი გვაქვს იღბალს მოვიტანთ და მადრიდის "რეალის" ხილვა ნახევარფინალებში გვსურს."
"მხარდამჭერთა კლუბი შეიქმნა მეგობრების ჯგუფისგან, რომლებსაც თამაშების ერთად ყურება სურდათ, ამიტომაც ვიფიქრეთ, ნიუ იორკს თავისი კლუბი უნდა ჰქონოდა მადრიდიზმის გასაერთიანებლად ქალაქში. იქ ხალხი ძალიან ახლოს იცნობს სპორტს და ჩვენ ვუხსნით მათ კლუბის თვისებებს."
წყარო: realmadrid.com
- 4 აპრილი 2011
- 1 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.