რედნაპი: "ეს ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა"
რედნაპის პრესკონფერენცია.
რედნაპი: "შეიძლება "რეალი" ფავორიტია, თუმცა ჩვენ ძალიან დავდაჯერებულნი ვართ საკუთარ თავში."
"ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს. მადრიდის "რეალი" მსოფლიოს უდიდესი კლუბია და რა თქმა უნდა, ფავორიტებად სწორედ ისინი ითვლებიან, თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ძალიან თავდაჯერებულნი გავალთ მოედანზე. დიდი საქმის გაკეთება შეგვიძლია პირველივე თამაშში. "რეალში" შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ჩვენ არავისი არ გვეშინია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შევქმნათ საფრთხე მეტოქის კართან. ხვალინდელ მატჩში სწორედ ეს იქნება ჩვენი სტრატეგია."
"ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, რადგან კრიშტიანო ითამაშებს. ის გასაოცარი ფეხბურთელია. მე ვიქნებოდი ბედნიერი, თუ იგი ვერ შეძლებდა თამაშს, რადგან ის საოცრად მაღალი დონის ფეხბურთელია."
"მე მოურინიოს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მხოლოდ შეხედეთ მის მიღწევებს. ეს ხომ შეუძლებელია."
"აქ ჩამოსვლა სათამაშოდ არის, უნიკალური რამ. ახლა ჩვენ დამოკიდებულნი ვართ 90 წუთზე, როდესაც გადაწყდება ყველაფერი. ძალიან კარგი საღამო გველის, მიუხედავად იმისა, კარგად ვითამაშებთ, თუ ცუდად. რთული მატჩი იქნება, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს. თავიდანვე კარგად უნდა დავიწყოთ თამაში, რომ შემდეგ პრობლემები არ შეგვექმნას."
"სეზონის ყველაზე რთული მატჩი იქნება ჩემი გუნდისათვის. მე არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ. ჩვენ მხოლოდ კარგი თამაში გვჭირდება, თუ გვსურს შემდეგ ეტაპზე გასვლა. თავიდან არც არავინ ელოდა, რომ ჩვენი გუნდი ამხელა წარმატებას მიაღწევდა. ახლა ჩვენ უფრო მეტისათვის ვიბრძვით. ჩვენი ოცნება კვლავ ცოცხალია და ამ ოცნების რეალობაში გარდაქმნას შევეცდებით."
"ბეილი გუნდს ყველა კომპონენტში ჰმატებს ძალას... გოლების გატანაში, კარგ რიტმში, მას შეუძლია დაცვიდან შეტევაში ძალიან სწრაფად გადასვლა და პირიქით... თუ რაიმე პრობლემა არ შეიქმნა, იგი ითამაშებს. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ გალასი ითამაშებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ვან დერ ვაარტისთვის. იგი "რეალთან" სულ სხვა განწყობით ითამაშებს, რამაც შეიძლება წარმატება მოგვიტანოს."
წყარო: Www.Realmadrid.Com
- 4 აპრილი 2011
- 1 930
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.