”ანდორინიადან” ”რეალში” ანუ ცოტა რამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ
წარმატებულად არ იბადებიან... წარმატება შრომის შედეგად მოდის...
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დენის ავეირუს ოჯახში, 1985 წლის 5 თებერვალს პორტუგალიის ქალაქ ფუნშალში. მისი მეტსახელი "რონალდუ", უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს და მსახიობს რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი გახლდათ. კრიშტიანუს ჰყავს უფროსი ძმა, ჰუგო და ასევე უფროსი დები - ელმა და ლილიანა კატია.
ბავშვობაში რონალდუს საყვარელი კლუბი ”ლისაბონის ბენფიკა” იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ ”ანდორინიაში” ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ”ნასიონალში” გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში მან პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში - ”ლისაბონის სპორტინგში” გადაიყვანეს. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა.მავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
რონალდუს შეძენის პირველი მსურველი გახლდათ ”ლივერპული”, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელის პატარა ასაკის გამო არ განახორციელა ეს ტრანსფერი. სამაგიეროდ, რონალდუს თამაშით კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანუთი 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა ”სპორტინგმა” ამხანაგურ მატჩში ”მანჩესტერ იუნაიტედი” სწორედ რონალდუს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.
რონალდუ ”მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. მას არ სურდა მიეღო ვაკანტრუი მე-7 ნომერი, რომელითაც თავის დროზე ”წითელი ეშმაკების” ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. "როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახალვე მოხმდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო გახლდათ. მხვდა პატივი, მეტარებინა ”იუნაიტედის” 7-ნომრიანი მაისური."__განაცხადა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემეირლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. ”მანჩესტერულ” კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ ”მანჩესტერ სიტის” გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.
2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ ”მადრიდის რეალის” მესვეურები იმ დროისთვის სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდნენ. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს კვირაში 120 000 გირვანქას ჰპირდებოდნენ, თუმცა იმავე წელს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. 2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი ”მადრიდის რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა ”მანჩესტერულმა” მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ ”მანჩესტერში” აპირებდა დარჩენას. ხოლო უკვე 2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს ”მადრიდის რეალში” ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
და დღეს უკვე ის ”რეალის” ისტორიას ახალი ფურცლიდან წერს...
- 4 აპრილი 2011
- 3 536
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.