"რეალი" – "ტოტენჰემი" (პრევიუ)
ხვალ გაიმართება შეხვედრა, რომელშიდაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მადრიდის "რეალისა" და "ტოტენჰემ ჰოტსფურის" მოთამაშეები. გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს.
საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის შეხვედრებს, რომელშიდაც ერთმანეთს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მადრიდის "რეალი" კი თავის შეხვედრას "ტოტენჰემთან" გამართავს (ხუთი აპრილი). "მერენგები" კონცეტრირებულნი მხოლოდ და მხოლოდ ამ შეხვედრისკენ არიან, ისევე როგორც ლონდონელები (მატჩს ფელიქს ბილიჩი განსჯის).
დანაკლისები ორივე გუნდშია, თუმცა განსაკუთრებით მადრიდულ გრანდში. "რეალის" რიგებიდან ვერ ითამაშებენ რიკარდო კაკა და ქარიმ ბენზემა, ხოლო მარსელო და რონალდუ სავარაუდოდ თამაშს შეძლებენ. ინგლისელებს დაუბრუნდათ არონ ლენონი, თუმცა ისევ ლაზარეთში რჩება გარეთ ბეილი (ვუდგეითი), სხვა ფეხბურთელების მსგავსად.
ჟოზე მოურინიო (მცირე კომენტარი):"ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ, თუ როგორ დავამრაცხოთ "ტოტენჰემის" მოთამაშეები. ჩემპიონთა ლიგა მართლაც შთამბეჭდავია, რაც გვაფიქრებინებს, რომ პრიორიტეტული სწორედ ამ ტიტულის მოგებაა".
ჰარი რედნაპი (მცირე კომენტარი):"მადრიდში ფრედ თამაში ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ბიჭები იმაზე მეტს გააკეთებენ, ვიდრე ეს მათ შეუძლიათ. საბედნიეროდ ლენონი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ბეილის არ ყოფნა დიდი დანაკლისია".
უკაკასნკელ მატჩში, მადრიდელებმა სენსაციურად და სამარცხვინოდ წააგეს "სპორტინგის" მოთამაშეებთან საკუთარ არენაზე (0–1), ხოლო "სპურსებმა" გასვლაზე ვერ მოუგეს "უიგანის" ფეხბუღთელებს (0–0).
P.s – "მადრიდისტებო" წინ გამარჯვებისკენ...
ინფორმაციის წყარო: Goal.com (es)
- 4 აპრილი 2011
- 2 138
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.