გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ...
აი თუ რა აჩვენა გამოკვლევებმა, ნახეთ სრულიადში ...
ამ დაძაბული კვირის წინ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ნამდვილად არ ეხება ”თეთრებს”, მაგრამ ძალიან საინტერესოა ფეხბურთის მოყვარულთათვის.
ამერიკელი მეცნიერების ახალი გამოკვლევის შედეგმა აჩვენა, რომ მამაკაცთა მიერ ფეხბურთის მატჩის ყურების შემდეგ ოჯახში ძალადობის დონე შეიძლება 10%-ით გაიზარდოს. მოულოდნელი მარცხით ან მატჩის შედეგით იმედგაცრუებას თაყვანისმცემლების არაადეკვატური რეაქცია მოსდევს და ხშირად აკარგვინებს მათ წონასწორობას. აგრესია, რომელიც სხვა გამოსავალს ვერ პოულობს, ვლინდება მეგობარი ქალის ან ცოლის მიმართ სისასტიკეში, უხეშობასა და ბრაზის ინტიმურ სფეროში გახარჯვით. გამოძახებათა მაქსიმუმი მატჩის დასრულებიდან 1-2 საათის მანძილზე ფიქსირდება.
სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება პოლიციაში იმ ქალების სატელეფონო ზართა რიცხვი, რომლებიც მეუღლის მხრიდან ფიზიკური თავდასხმის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. საშუალოდ მსოფლიო და ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩებს აშშ-ს მაცხოვრებელი მამაკაცების 25% ადევნებს თვალს. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია რომ, საპირისპირო ტენდენციები, რომლის შედეგად სამართალდამცავებისადმი მიმართვები შემცირდებოდა ადგილობრივი გუნდების გამარჯვების შემთხვევაში,ჯერ არ დაფიქსირებულა. კვლევის მწარმოებლები, პროფესორი დევიდ კარდი და ექიმი გორდონ დალი, ამას იმით ხსნიან, რომ უარყოფითი მოვლენები ყოველთვის უფრო მეტად ზემოქმედებენ ადამიანის სულიერ წონასწორობაზე, ვიდრე სასიამოვნო სიურპრიზები და ხანდახან ისეთ საქციელს ჩაადენინებენ ადამიანს, რომელთაც ის მოგვიანებით ინანებს.
- 4 აპრილი 2011
- 3 973
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.