"კადეტ ბ" ვადაზე ადრე გახდა ჩემპიონი
"მადრიდის რეალის" კიდევ ერთმა ასაკობრივმა ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
მას შემდეგ, რაც ამ შაბათს "მადრიდის რეალის კადეტ ა"–მ დაამარცხა "ალკონბედასი" (1:6), ისინი ვადაზე ადრე გახდნენ I ჯგუფის ჩემპიონები. შეგახსენებთ, რომ ტურნირის დასრულებამდე კიდევ ოთხი შეხვედრაა დარჩენილი, ხოლო მეორე ადგილოსან "ხეტაფეს" "ბლანკოსები" 12 ქულით ასწრებენ. წელიწადნახევრის მძიმე შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია, პედრო სანჩესის შეგირდებმა მართლაც, რომ ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენეს. მათ 23 შეხვედრა მოიგეს, ხოლო სამი კი ფრედ დაასრულეს. "კადეტ ბ" , "ჯუნიორ ა"–ს შემდეგ მეორე ასაკობრივი ნაკრებია "თეთრების" ფაბრიკიდან, რომელმაც ჩემპიონობა იზეიმა.
ბოლო მატჩში მათი ერთადერთი საზრუნავი გამარჯვება იყო, მათ ეს მოახერხეს კიდეც და ჩემპიონებიც გახდნენ. ჩემპიონობას ისინი ოთხშაბათს "უნიონ ადარვეზე" გულშემატკივრებთან ერთად იზეიმებენ.
"კადეტ ბ" მთელი სეზონის მანძილზე თავდაუზოგავად მუშაობდა, შესაბამისად ბრწყინვალეა მათი სტატისტიკაც 23 მოგება, სამი ფრე, არცერთი წაგება, 107 გატანილი და 21 გაშვებული გოლი.

წყარო: Realmadrid.com
- 4 აპრილი 2011
- 1 794
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.