კრისტიანო რონალდო ლა ლიგის ბომბარდირთა შორისაა
ბომბარდირთა შორის ასევე არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დავიდ ვილია.
"ხეტაფეს" თავდამსხმელი რობერტო სოლდადო ისევ ლიდერობს ბომბარდირთა დავას ლა ლიგაში. მას სამი გოლი აქვს გატანილი, რომელიც მან პირველივე ტურში გაიტანა.
სოლდადოს მოჰყვებიან ორი გატანილი გოლით ლა ლიგის ვარსკვლავები – შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა") და კრისტიანო რონალდო ("რეალი"). ასევე დავიდ ვილია ("ვალენსია") და ლუიშ ფაბიანო ("სევილია").
ორ–ორი გოლი აქვთ ასევე გატანილი: ვალტერ პანდიანის ("ოსასუნა"), ხუან მატას ("ვალენსია") და ხავიერ არისმენდის ("სარაგოსა").
ბომბარდირები მეორე ტურის შემდეგ:
– 3 გოლი: რობერტო სოლდადო ("ხეტაფე").
–2 გოლი: კრისტიანო რონალდო ("რეალი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა"), პანდიანი ("ოსასუნა"), ლუიშ ფაბიანო ("სევილია"), ხუან მატა და დავიდ ვილია ("ვალენსია"), არისმენდი ("სარაგოსა").
–1 გოლი: რაული, ლასი, გრანერო, გუტი ("რეალი"), ტოკერო ("ბილბაო"), ხურადო ("ატლეტიკო"), ბოიანი, სეიდუ კეიტა და მესი ("ბარსელონა"), რიკი, ვალერონი და ფილიპე ლუისი ("დეპორტივო"), რაფა ("ხეტაფე"), ბაჰა, მანუ და ხავი ტორესი ("მალაგა"), ადურისი, ტუნი და ბორხა ვალერო ("მალიორკა"), ლასენი და სერანო ("რასინგი"), კონკო და პეროტი ("სევილია"), დიეგო კასტრო ("ხიხონი"), ნინო და რიკარდო ("ტენერიფე"), პაბლო ერნანდესი და სილვა ("ვალენსია"), ნაზეტი და მანუჩო ("ვალიადოლიდი"), კასორლა და როსი ("ვილიარეალი").
–საკუთარ კარში გატანილი გოლი: დავიდ პრიეტო ("ხერესი").
ინფორმაციის წყარო: Defensacentral. com
- 14 სექტემბერი 2009
- 4 209
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.