კრაუჩი და კარვალიო ერთმანეთზე
მადრიდის "რეალის" მცველმა არც თუ ისე კარგად მოიხსენია პიტერ კრაუჩი Daily Mail-თან ინტერვიუში....
რიკარდო კარვალიო:
"კრაუჩი ამ ეტაპზე კარგ ფორმაშია, მაგრამ ის ძველებურად სწრაფი აღარ არის. ძველი სისწრაფე მეც დაკარგული მაქვს, არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ სანერვიულოც არაფერი მაქვს. მე ყველაფერს გავაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა კრაუჩის თუ დეფოს წინააღმდეგ მომიწევს თამაში."
ამის საპასუხოდ კი.....
პიტერ კრაუჩი:
"მაგასაც ვნახავთ. მე დიდი სიმპატიები გამაჩნია კარვალიოს მიმართ, რამდენჯერმე მის წინააღმდეგაც მითამაშია, მაგრამ დამიჯერეთ, მე მას ვაჯობებ."
"ტოტენჰემის" თავდამსხმელი ცხადია, მოახლოებულ მატჩსაც შეეხო:"მე მოუთმენლად ველი "ბერნაბეუზე" გამოსვლას. ჩვენ მადრიდში დადებითი შედეგის მიღწევას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა , "რეალი" ფავორიტი იქნება ხვალ, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა და ყველაფერია მოსალოდნელი."
"მე ძალიან მიყვარს ჩემპიონთა ლიგა, აქ გატარებული თითოეული წუთი. ეს არის გათამაშება,რომელსაც ჩემთვის ყველაფერი კარგი მოაქვს, ამიტომ მე კარგად ვითამაშებ და გოლებს გავიტან. მე ზუსტად იგივეს განვიცდიდი "ლივერპულში" და ახლა აქ განვციდი იგივეს."
"მართალია, ჩვენ უკანასკნელ სამ მატჩში "პრემიერ ლიგაში" ვერ გავიმარჯვეთ,მაგრამ ეს არ აისახება ჩემპიონთა ლიგის თაამშებზე."
- 4 აპრილი 2011
- 2 293
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.