პიენაარმა დაადასტურა,რომ "რეალთან" არ იქნება
როგორც იცით, გარეტ ბეილის არყოფნაში უელსელის ადგილს სტივენ პიენაარი იკავებდა. აფრიკელი ფეხბურთელი "ტოტენჰემის" ლიდერს ღირსეულად ცვლიდა და გუნდისთვის დიდი სარგებლობა მოჰქონდა. რა თქმა უნდა, სტივენს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში,რომ დღეს სწორედ "ტოტენჰემია" მეოთხედფინალში და არა "მილანი".
აღსანიშნავია,რომ პიენაარს ტრავმა იანვრის მერე აწუხებს, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მაინც თამაშობდა. უკანასკნელ პერიოდში კი ტრავმა გაუმიზეზდა და მისი თამაში შეუძლებელი გახდა, თუმცა ლონდონური მხრიდან არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ სტივენი "რეალთან" იქნებოდა.
გუშინ ფეხბურთელმა ტვიტერის საშუალებით განაცხადა,რომ იგი "რეალთან" პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ამას უკვე "ტოტენჰემის" ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.
- 4 აპრილი 2011
- 1 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.