ნისტელროი:"რონალდოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა რუუდ ვან ნისტელროიმ ინტერვიუ მისცა Goal.com-ს.

ჰოლანდიელი ფორვარდი გუნდის განაცხადში გამოჩნდა "ესპანიოლთან" მატჩში დიდი პაუზის შემდეგ. ვან ნისტელროიმ გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც იძულებული იყო გამოეტოვებინა თითქმის წელიწადი.

მადრიდელი ფანები ოვაციებით შეხვდნენ ნისტელროის სარბენ ბილიკზე გამოჩენას. ჰოლანდიელს ბევრჯერ აქვს გატანილი გოლი "ესპანიოლისთვის".

ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა. ახლა რუუდი მშვენივრადაა და ჩემპიონთა ლიგის უახლოეს შეხვედრაში გამოჩნდება მოედანზე.

"მე ბედნიერი ვარ. ბევრი რამ შეიცვალა და ისევ ვემზადები, რათა კარგ ფორმაში ჩავდგე. მართალია განახლებულ შემადგენლობას შევუერთდი, მაგრამ სრულიად მობილიზებული ვარ".

ნისტელროიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია გუნდში კრისტიანო რონალდოს ყოფნით, რომელთან ერთადაც რუუდმა ითამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში".

ესპანური პრესის აზრით, ეს ორი ფეხბურთელი გუნდში განცალკევებით იქნებიან. მათ შორის სკანდალი მოხდა ჯერ კიდევ "მანჩესტერში" გამოსვლისას და საქმე ჩხუბამდეც მივიდა. მაგრამ ნისტელროი ამბობს, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ის სიამოვნებით გავა მოედანზე კრისტიანოსთან ერთად.

"რონალდო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ინგლისში იყო. მოხარული ვარ, რომ ჩემი პარტნიორი იქნება. ჩვენ ასევე ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს გუნდში. მწვრთნელი გადაწყვეტს ვინ ითამაშებს. ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მოხარული ვიქნები, თუ მე და კრისტიანოს ერთად მოგვიწევს თამაში. ჩვენ შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს და წარსული დავიწყებული გვაქვს".

ჰოლანდიელის თქმით, არასოდეს ეპარებოდა ეჭვი, რომ ტრავმას მოიშუშებდა და ისევ დაიწყებდა გოლების გატანას. რუუდი თვლის, რომ მალე ჩადგება ფორმაში და გუნდსაც დაეხმარება.

"ვფიქრობ, რომ ბოლო თვეებში პროდუქტიულად ვივარჯიშე. რამდენიმე ხნის წინ დავუბრუნდი ვარჯიშებს, მაგრამ ვთვლი, რომ ისევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. მოთმინება მმართებს. ასეთ პერიოდში ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მივყვე, რათა მიზანს მივაღწიო. ახლა ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩავდგე საუკეთესო ფორმაში და ისევ დავიწყო გოლების გატანა".

ვან ნისტელროი არ მალავს, რომ ელოდება ჩემპიონთა ლიგის მატჩებს. ის ამ ტურნირის ერთ–ერთი საუკეთესო ბომბარდირია. სწორედ ჩემპიონთა ლიგის მატჩში აქვს ჰოლანდიელს მოედანზე გასვლის შანსი.

"რა თქმა უნდა, ძალიან მსურს მოედანზე გასვლა, მაგრამ მოთმინებას ვამჯობინებ. ვიმედოვნებ თამაშს სამშაბათს შევძლებ, როცა გუნდი ციურიხში გაემგზავრება. ჩემი მიზანია მოვიპოვო ადგილი ძირითად შემადგენლობაში და გავიტანო ბევრი გოლი"–დაასრულა ნისტელროიმ.


ინფორმაციის წყარო: Goal. com

  • faqo
  • 13 სექტემბერი 2009
  • 1 714
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)