"რეალი" – "სპორტინგი" (პრევიუ)
ალბათ უკვე იცით, რომ დღეს გაიმართება შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და "სპორტინგს" შორის.
ორივე გუნდისთვის სამი ქულა მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა "ხიხონისა" და "ბლანკოსის" მოთამაშეებს ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნები გააჩნიათ. მადრიდელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, ხოლო ასტურიასები ცდილობენ, რომ გასავარდნი ზონიდან შორს იყვნენ.
ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია გამარჯვებაში, თუმცა მანუელ პრესაიდოც არ კარგავს იმედს. "მერენგები" ცხრილის მეორე ადგილზე არიან და ლიდერ "ბარსელონას" მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "როჯაბლანკოსები" ცხრილის 15–ე ადგილს სჯერდებიან. მარსელო, ბენზემა, კაკა და რონალდუ ვერ ითამაშებენ, რადგან მათ ტრავმები აღენიშნებათ, მაგრამ მოსალოდნელია გონსალო იგუაინის დაბრუნებაც. ბრაზილიელი მცველი 6 კვირის მანძილზე ვერ შესძლებს მინდორზე გასვლას, თუმცა რონალდუ და ბენზემა სავარაუდოდ "ტოტენჰემთან" მატჩში იქნებიან.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 2 აპრილი 2011
- 1 695
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.