გვარდიოლა: ""რეალის" 5-0 დამარცხება შეუძლებელია"
როგორც მოგეხსენაბათ ამ დღეებში "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ განაცხადა,რომ "ბარსა" "რეალს" "კოპა დელ რეის" ფინალში 5-0-ს მოუგებდა. პეპ გვარდიოლამ კი რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა...
პეპ გვარდიოლამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მან როსელის კომენტარი გააკრიტიკა.
"მე ვიტყვი 60-0-ს"- თქვა პეპიმ ირონიულად. "ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მას ეს არ უნდა ეთქვა. ამით სიტუაცია იძაბება. და ყოველივე ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.შეუძლებელია "რეალის" 5-0 დამარცხება ფინალში."
"ჩვენი გუნდის მიზანია,რომ შოუ დავდგათ მოედანზე ოპონენტებთან ერთად. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვიზეიმებთ, ხოლო თუ დავმარცხდებით მოწინააღმდეგეს გამარჯვებას მივულოცავთ. ეს აუცილებელია,რადგან ფეხბურთელები ადამიანები არიან და მოედნის გარეთ ერთამანეთში კარგი ურთიერთობა აქვთ."
- 2 აპრილი 2011
- 2 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.