რონალდოს "რეალი"-"სპორტინგის" მატჩის წინ საპატიო გაცილებას მოუწყობენ
ძალიან ცოტა მოთამაშეს შეუძლია დაუბრუნდეს მსოფლიო საფეხბურთო ელიტას,როცა მას მუხლის სერიოზული ტრავმა აწუხებს. მაგრამ ეს რონალდომ შეძლო და მან დაუვიწყარი მომენტები დაუტოვა გულშემატკივარს, მაგალითისთვის გავიხსენოთ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრა და კიჭას ჰეტ-ტრიკი. "თეთრებში" ასპარეზობისას რონალდომ მოიგო ორი "ლა ლიგა", ესპანეთის სუპერთასი და ერთი საერთაშორისო ტურნირი, ყოველივე ამას კი პიჩიჩის ჯილდოც ემატება. მისი თამაშის კლასი და ხარისხი თაობებს გადაეცემა.
რონალდო ესპანეთში 2002 წლის მუნდიალის შემდეგ ჩავიდა. იგი შეუერთდა ისეთ დიად ფეხბურთელებს,როგორიცაა ზიდანი, ფიგუ, კარლოსი, რაული და სხვები. კიჭამ იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდესი წვლილი შეიტანა ბრაზილიის გაჩემპიონებაში. გაიტანა 8 გოლი, მათ შორის ორი ფინალში გერმანიასთან და მუნდიალის ბომბარდირიც გახდა.
მადრიდში მან ადაპტირება ელვისებური სისწრაფით შეძლო. სადებიუტო მატჩში "ალავესთან" 2002 წლის 6 ოქტომბერს კიჭამ დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია,რომ ფენომენი 63-ე წუთზე გავიდა მოედანზე და პრაქტიკულად მისი ბურთთან პირველივე შეხება გოლით დასრულდა. 14 წუთის შემდეგ მან ისევ გაიტანა და "ბერნაბეუზე" შეკრებილი ბრბო განუწყვეტლივ გასძახოდა მის სახელს. ამ დღიდანვე იგი გამორჩეული ფიგურა გახდა ესპანეთში და 2006-2007 წლების სეზონამდე ყოველთვის პრესის პირველ ფურცლებზე გვევლინებოდა.
მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირქეტორმა, ხორხე ვალდანომ ერთხელ თავის ინტერვიუში კიჭაზე განაცხადა: "ერთხელ იგი ისე გაიქცა,რომ ბუფალოც(კამეჩის მაგვარი ცხოველი,რომელიც სისწრაფით გამოირჩევა) კი ვერ მოახერხებდა ასე." ეს ზედმიწევნით ასახავს დე ლიმას ძალას. რონალდომ "მერენგების" რიგებში 104-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა.
- 2 აპრილი 2011
- 2 049
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.