მოურინიოს პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიომ, მისი გუნდის მომავალი დაპირისპირება განიხილა და აღნიშნა, რომ უზომოდ ბედნიერია იგუაინის დაბრუნებით და ასევე ელის რონალდოს, მარსელოსა და ბენზემას გამოჯანმრთელებასაც...
”შემიძლია ზედმეტი ფიქრის გარეშე გითხრათ, რომ ”ხიხონთან” ჩასატარებელი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ”ტოტენჰემთან”, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფი ორრაუნდიანი დაპირისპირებისგან შედგება, ხოლო პრიმერაში კი ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. ავღნიშნავდი იმას, რომ კოპა დელ რეის თამაში უმნიშვნელოვანესია”.
”თუ ”სპორტიგნს” ვერ მოვუგეთ, მაშინ ლა ლიგის მოგების შანსი დაკარგული იქნება და ჩვენ ვეღარ შევძლებთ ”ბარსელონას” დაწევას. არ შემიძლია ამ შეხვედრაში დავასვენო ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან: მესუთ ოზილი, ანხელ დი მარია და რიკარდო კარვალიო, რადგან სწორედ ეს ადამიანები ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს მომავალ დაპირისპირებაში”.
”უბედნიერესი ვარ გონსალო იგუაინის დაბრუნებით. მედიცინის უდიდესი ექსპერტიც კი ვერ ივარაუდებდა არგენტინელის ასეთ ტემპში გამოჯანმრთელებას. გონსალო ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სამედიცინო შტაბს უნიკალური მუშაობისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ რონალდოს, ბენზემასა და მარსელოს ტრავმები აწუხებთ. ჩემი წყაროების თანახმად, ისინი მზად მხოლო ”ბილბაოსთან” მატჩისთვის იქნებიან”.
”ადებაიორმა ბევრი უნდა ივარჯიშოს, რომ ჩემი ნდობა დაიმსახუროს. მას ბევრი აქვს დასახვეწი. დარწმუნებული ვარ, რომ ტოგოელი ფორვარდის კარგი თამაში, გუნდს ძალიან წაადგება შეხვედრების მოგებაში”.
”ჩვენ ვართ ყველაზე ახალგაზრდა კლუბი ევროპაში. ვფიქრობ, რომ ”რეალს” უდიდესი მომავალი აქვს. ამ კლუბთან 4 წელი მაკავშირებს და თუ პრეზიდენტი კმაყოფილი იქნება ჩემი მუშაობით და ფანებსაც შევუყვარდები, ნამდვილად არსად არ წავალ, ვინაიდან აშკარად ვხედავ მომავალს სამეფო კლუბში”.
წყარო:realmadrid.com
- 1 აპრილი 2011
- 2 424
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.