”რეალი” და ”მანჩესტერი” მიკელს აკვირდებიან
როგორც უცხოური წყაროები იუწყებიან, მადრიდის ”რეალსა” და ”მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის ”ჩელსის” ნახევარცმველის, ჯონ ობი მიკელის შეძენა სურთ...
როგორც ჩანს, კამერუნელი საყრდენი აღარ შედის კარლო ანჩელოტის გეგმებში, ასე, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ჯონის სამეფო კლუბში გადმოსვლა. მიკელს სერიოზული პრობლემები აქვს მის ამჟამინდელ კლუბთან და აღარ სურს ლონდონში დარჩენა.
ჟოზე მოურინიოს უმუშავია ხსენებულ ფეხბურთელთან ერთად და პორტუგალიელის განცხადებით, კამერუნელმა კარგად იცის მისი მოვალეობა. აღსანიშნავია, რომ მიკელი ბოლოს მოედანზე, 6 თებერვალს, ”ლივერპულის” წინააღმდეგ გამოჩნდა.
წყარო:tribalfootball.com
- 31 მარტი 2011
- 3 053
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.