რედნაპი: "მადრიდის "რეალთან" სათამაშოდ მომზადება შეუძლებელია"

რედნაპმა საკმაოდ ვრცელი კომენტარი გააკეთა, სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით.
"ტოტენჰემის" მწვრთნელი ფიქრობს, რომ "უიგანთან" ჩასატარებელი შეხვედრა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც "რეალთან" გასამართი მატჩი.

ჰარი რედნაპი ადასტურებს, რომ მადრიდის "რეალთან" სათამაშოდ მომზადება შეუძლებელია, რადგან ეროვნულ თამაშებში, ბევრმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.

"ტოტენჰემი" პრემიერ ლიგის მე-5 ადგილზე იმყოფება და 4 ქულით ჩამორჩება "მანჩესტერ სიტის." სწორედ ამიტომ, რედნაპი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ "უიგანთან" სათამაშო მატჩი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც "რეალთან" ჩასატარებელი "ჩემპიონთა ლიგის" თამაში.

"ყველა "რეალთან" გასამართ შეხვედრაზე საუბრობს, თუმცა "უიგანთან" ადვილი გასეირნება ნამდვილად არ იქნება. ჩვენ კვლავ ვცდილობთ პირველ ოთხეულში მოხვედრას, ამიტომ "უიგანთან" მატჩში, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა ფეხბურთელის "რეალისათვის" შემონახვას. ჩვენ ორივე თამაშში, ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს."

"პირველი და ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ დილიდანვე "რეალისათვის" მომზადებას, რადგან წინ "უიგანთან" გვაქვს თამაში." რედნაპი აგრძელებს: "ასე რომ, თუ მადრიდის "რეალზე" ვისაუბრე, ისინი იფიქრებენ, რომ "უიგანთან" ჩასატარებელმა თამაშმა თავი მომაბეზრა, თუმცა ეს ასე არ არის, ეს ძალიან მასიური და რთული მატჩი იქნება."

"ჩვენ "რეალზე" ფიქრი არც შეგვიძლია. ტიმ შერვუდი და ლეს ფერდინანდი შაბათს მადრიდში წავლენ, რათა "რეალის" თამაშს დაესწრონ, მაგრამ მე და ფეხბურთელებს ამის საშუალებაც არ გვაქვს. რისი გაკეთება შემიძლია?!"

"რეალურად ყველაფერი სასაცილოა. ჩვენ შაბათს ვთამაშობთ, შემდეგ კვირას დავისვენებთ. ორშაბათს უკვე მადრიდში მოგვიწევს გამომგზავრება, შემდეგ "ბერნაბეუზე" ვარჯიში. ძალიან რთლია მომზადება, რადგან ჩასატარებელ მატჩებში პირველი "უიგანია."" რედნაპმა ასევე წუხილი გამოხატა ტრავმირებულ ფეხბურთელთა შესახებ.

"სამართლიანად რომ ვთქვათ, ამ კვირას მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ტომ ჰადელსტოუნმა, რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა, რადგან ტრავმირებული იყო და ჯერმეინ ჯენასმა."

"როგორ გინდათ რაიმესთვის მომზადება? ახლა ხუთშაბათია. სხვა ფეხბურთელები დღეს დილას დაბრუნდნენ. ამ ფეხბურთელებიდან ხუთმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ამავდროულად გალასი დილიდანვე წავიდა სამედიცინო კურსის ჩასატარებლად. ეს კოშმარია."

"ჩვენ თავიდან ექვსი მცველი გვყავდა. აღსანიშნავია ლედლი კინგი, რომელიც ალბათ ოპერაციას გაიკეთებს და მთელი სეზონი დაგვაკლდება. ასევე ჯონათან ვუდგეიტი, რომელიც ძალიან დიდ პროგრესს განიცდიდა, თუმცა, სამწუხაროდ მანაც ტრავმა მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაიკლ დოუსონი და სებასტიან ბასსონგი გუნდში დაბრუნდნენ."

"კაბოული ჯერ ისევ არ არის გუნდთან ერთად, ხოლო ვილიამ გალასი სამედიცინო ტესტს გადის. ასე რომ, გუნდი 6 ფეხბურთელის გარეშეა."

წყარო: Www.Goal.Com

  • Nishni
  • 31 მარტი 2011
  • 3 489
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)