ვუდგეიტი ბრუნდება..ტრიბუნებზე
"ტოტენჰემის" ცენტრალურმა მცველმა კუნთის მორიგი ტრავმა მიიღო და ისევე, როგორც "მადრიდში" ყოფნის ძირითად დროს, მატჩს თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებს.
ისტორია მეორდება. უახლოეს სამშაბათს "ტოტენჰემი" "გასვლაზე" უპირისპირდება მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, და ისევე როგორც ხშირად "მადრიდის" ფეხბურთელად ყოფნისას, ლონდონელების ცენტრალური მცველი ჯონატან ვუდგეიტი "ბერნაბეუს" მოედანზე ვერ ჩამოვა. "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი სულ ახლახან გამოკეთდა მძიმე ტრავმისგან, მაგრამ გუშინ "ბარნში" მეგობრული მატჩის მსვლელობისას იგი შეცვალეს. ვუდგეიტმა მოედანი კოჭლობითა და ტკივილით დატოვა. დღეს დადასტურებული იქნა, რომ იგი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
31 წლის ვუდგეიტს ტრავმები დიდი ხანია აწუხებს. 2004-07 წლებში, "რეალში" ყოფნის დროს, მან მხოლოდ 12 ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა. ესპანურმა გრანდმა მასში 22 მილიონი ევრო გადაიხადა. იგი გუნდში ტრავმირებული მოვიდა და თავის პირველ სეზონში, დებიუტიც კი არ ჰქონია ახალ გუნდში. ორი წლის შემდგომ იგი ინგლისში დაბრუნდა, სადაც ორი სეზონის მანძილზე 30 მატჩში ითამაშა. წელს მან მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა-1/8 ფინალის პირველ მატჩში "მილანთან" სან-სიროზე. შარშან კი, მან "ტოტენჰემის" რიგებში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.
მიუხედავად მისი უარყოფითი ფიზიკური მდგომარეობისა, რომელიც ვერ უწყობს მას ხელს ძირითადისათვის ბრძოლაშ, ხავი რედნაპმა აღიარა, რომ მისი არ ყოფნა მთელი გუნდისათვის ძლიერი დარტყმაა:"ეს არასასიამოვნო სიახლეა. ბოლო დროს იგი კარგად ვარჯიშობდა და მე იმედი მქონდა რომ ის ითამაშებდა ესპანეთში. მწვრთნელმა ასევე აღიარა, რომ მიუხედავად ტრავმისა, ჯონატანი გუნდს მაინც წაყვება მადრიდში:"რეალი"-მისი ყოფილი კლუბია, ეს მატჩი მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია".
სხვა მხრივ, "ტოტენჰემს" სხვა ფეხბურთელებიც ჰყავს ცუდ ფიზიკურ კონდიციებში, რომლებიც ვუდგეიტზე ბევრად დიდ როლს ასრულებენ გუნდში: გარეტ ბეილი და აარონ ლენონი. უკანასკნელ დღეებში ორივეს მოუწია ნაციონალური ნაკრების ნაადრევად დატოვება ფიზიკური ტკივილების გამო. ორივეს თამაში "რეალთან" კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
- 31 მარტი 2011
- 3 118
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.