მარსელომ შესაძლოა 6 კვირა გამოტოვოს
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ბრაზილიელი მცველი, მარსელი ვიეირა ტრავმირებულია და მისი დაზიანება არც თუ ისე მარტივად განკურნებადი აღმოჩნდა...
"ბლანკოსის" მედიკოსთა საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ექიმთა წინასწარი ვარაუდით ახალგაზრდა ფეხბურთელი დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს, რადგან მისი ტრავმა არ არის სახუმარო. თუკი ეს ვარაუდი გამართლდა ბრაზილიელ მოთამაშეს მთელი აპრილის თვის და მაისის დასაწყისის ჩაგდება მოუწევს, რაც ჟოზე მოურინიოს არაფერში აწყობს, რადგან აპრილსა და მაისში "რეალს" ძალიან პრინციპული შეხვედრები აქვს ჩასატარებელი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 2 ელ კლასიკო და კიდევ დამატებით 2 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, თუკი სამეფო კლუბი და "ბლაუგრანა" მოახერხებენ 1/4 ფინალური ეტაპის დაძლევას ისინი ერთმანეთს 1/2 ფინალში დაუპირისპირდებიან. ასე, რომ მოურინიო საგონებელშია ჩავარდნილი და იმედს გამოთქვამს, რომ წინასწარი ვარაუდი არასწორი იქნება და ვიეირა მაქსიმუმ 2-3 კვირაში შეძლებს მოედანზე გასვლას.
- 30 მარტი 2011
- 3 475
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.