ტრისტან სელადორი:"ხესე-ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია"
იგი "ხუვენილ ა"-ს სათავეში ჩაუდგა მას შემდეგ, რაც ალბერტო ტორილი "კასტილიას" ჩაუდგა სათავეში და თავის გუნდს ოქროს მედლები მოაგებინა.
თქვენ "ხუვენილ ა"-ს წვრთნით, რომელმაც ცენტრალური ზონის ჩემპიონატი დასრულებამდე ორი ტურით მოიგო. კმაყოფილი ხართ?
ძალიან. 28 ტურიდან მხოლოდ 3 მატჩში დავმარცხდით. ჩვენ ჩვენი ვალი შევასრულეთ, თუმცა ეს ცოტა თვითკმაყოფილად ჟგერს, ჩვენ ხომ მხოლოდ ჩვენი ლიგა მოვიგეთ. ახლა ყველაზე რთული ტურნირების დრო დგება, ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი.
"ხუვენილ ა"-მ 2009/10 სეზონში დუბლი შეასრულა. ეს ახალი თაობაც ისეთივე ნიჭიერია?
ის თაობა, რომელსაც მე ვწვრთნი, ერთნაირად წარმატებულია როგორც ინდივიდუალურ, ისევე კოლექტიური თვალსაზრისით, ის უკვე ტიტულებსაც კი იგებს. ჩვენ გვყავს უდიდესი პოტენციალის ფეხბურთელები, რომლებიც პირველ გუნდში ითამაშებენ, ან, როგორც მინიმუმ პრიმერაში მაინც, თუნდაც სხვა გუნდთან ერთად.
მთელი მსოფლიო ხესეთია აღფრთოვანებული. ის ასეთი ძლიერია?
მან თავისი ნიჭი მთელი სეზონის განმავლობაში გამოავლინა. მას შეუძლია მატჩების ბედის გადაწყვეტა ამ ასაკობრივ კატეგორიაში. მან ზრდა უნდა განაგრძოს, მაგრამ ეს აუჩქარებლად უნდა გააკეთოს, რადგან სულ მალე თავად გახსნის კარს. მას ძალიან ბევრი შეუძლია. მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.
ბევრი გულშემატკივარი პირველ გუნდში ხესე-მორატას დუეტზე ოცნებობს..
ისინი სხვადასხვა დახასიათების ფეხბურთელები არიან, მაგრამ შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. ისინი დიადი ფეხბურთელები გახდებიან.
თავს აგუსა და დერიკიც კარგად წარმოაჩენენ.
დიახ, დერიკი-ცენტრალური მცველია შესანიშნავი მონაცემებით. მას კვლავ პრაქტიკის ამაღლება ჭირდება, მაგრამ ის ამას გააკეთებს. შარშან აგუსა "ხუვენილ ბ"-ს ძრავი იყო. ამ სეზონში მან წინ წამოიწია და გოლებიც გაიტანა. ამ ორს ძალზედ შორს წასვლა შეუძლია.
მოურინიო კანტერაზე ამბებს კარანკასგან იტყობს. მას ხშირად ესაუბრებით?
აიტორმა კარგად იცის კანტერა მას შემდეგ, რაც 16 წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. იგი ჩვენ წინასასეზონო მომზადების შემდგომ იჭერს კავშირს, ხშირად დადის ჩვენთან, ბიჭების თამაშის სანახავად. მან ზუსტად იცის, თუ როდის გაამახვილებენ ყურადღებას ამ ფეხბურთელებზე პირველ გუნდში.
- 30 მარტი 2011
- 2 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.