კანალესი:"მოვა ის დროც, როდესაც ამ სეზონის დადებით წუთს ვიგრძნობ"

სერხიო კანალესი პრეს-კონფერენციისათვის ვალდებებასის დარბაზში მოვიდა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხი გასცა. კანტაბრიელი აღიარებს, რომ პირველი სეზონი "რეალში" რთულად ვითარდება, მაგრამ იგი არ ნებდება და თვლის, რომ მას შესწევს ძალა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

მოურინიომ თქვა, რომ თუ თქვენ ტიტულებს ვერ მოიგებთ, საშიში მაინც არაფერი იქნება. ამის შესახებ რას ფიქრობთ?

"ბარსასთან" თამაშებამდე ბევრი დრო რჩება, ჩვენი უახლოესი მეტოქე კი "სპორტინგია", ჩვენ მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ.

საკუთარი თვალსაზრისით როგორ მიმდინარეობს სეზონი?


ის რთულია, მაგრამ ბევრს ვსწავლობ და ნელ-ნელა დიადი კლუბის წევვი ვხდები.ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ წლის დადებით მომენტსაც ვიგრძნობ.

შემდეგ სეზონში კლუბის გამოცვლას აპირებთ?


წინ ბევრი მატჩია და ეგოისტი უნდა იყო, უკვე შემდეგ სეზონზე რო ფიქრობდე. ახლა მხოლოდ "სპორტინგზე" ვფიქრობ.

ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც აქ დარჩენას გადაგაწყვეტინებს არის ის, რომ მოურინიოს შენი იმედი აქვს?


არამხოლოდ მოუს, მეგობრებსაც და სამწვრთნელო შტაბსაც. ვამტკიცებ, რომ ეს ძალზედ კონკურენტუნარიანი შემადგენლობაა, მაგრამ ვიცი, რომ ვარჯიშები და სათამაშო წუთები, რომელიც ახლა მეძლევა, მომავალში დამეხმარება.ყველაზე მთავარია ყველა მატჩში ბოლომდე დახარჯვა, მე კი ვიმედოვნებ მეტი სათამაშო დროის მიღებას. განსხვავება წინა სეზონთან მხოლოდ იმაში არ მდებარეობს რომ მაშინ მე ვთამაშობდი, ახლა კი-არა, არამედ ასევე, ეს ორი სხვადასხვა დონის გუნდია. მე ვიხედები გარშემო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვხედავ.

  • n1ka
  • 30 მარტი 2011
  • 1 804
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)