რამოსი: "აპრილის თვე? 30 დღეში ვისაუბროთ
სამეფო კლუბის მარჯვენა მცველმა, სერხიო რამოსმა აპრილის თვესთან დაკავშირებით ისაუბრა...
"რა თქმა უნდა ურთულესი კალენდარი გვაქვს და ასეთი დაძაბული თამაშები ამ სეზონში არ ჩაგვიტარებია, ისე მოხდა, რომ 2 კლასიკო და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი ერთ თვეში იმართება, რაც თავისთავად მრავლისმეტყველია, მაგრამ კომენტარს 30 დღის შემდეგ გავაკეთებ, როდესაც ჩვენ კონკრეტულ შედეგებს დავდებთ."
"გულშემატკივრებისათვის მომდევნო თვე რა თქმა უნდა საინტერესო მატჩებით იქნება დახუნძლული, დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი ტელევიზორთან და ვუყურებდი იმ მატჩებს, რომელსაც "ბლანკოსი" გამართავს, ეს მართლა საფეხბურთო ზეიმია."
- 30 მარტი 2011
- 1 990
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.