პირველი მარცხი
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი ისრაელსა და საქართველოს შორის. სამწუხაროდ თემურ ქეცბაიას შეგირდები დამარცხდნენ...
90 წუთის განმავლობაში ებრაელ ფეხბურთელთა უპირატესობა იგრძნობოდა. პირველ ტაიმში მათ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ,მაგრამ მათი გოლად რეალიზება ვერ მოახერხეს. მატჩის 59-ე წუთზე ქართველმა მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და შეცვლაზე შემოსულმა ჰაიმმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ ანგარიშის შეცვლის შანსი,მაგრამ ამაოდ. აღსანიშნავია დვალიშვილის მომენტი, ამ უკანასკნელს მცირე სიზუსტე დააკლდა.
ეს მარცხი თემურ ქეცბაიას გუნდის სათავეში მოსვლის შემდეგ პირველია. თაგუნა მერფიმ შეცდომა დაუშვა და ამჯერად მან საქართველოს ვეღარ "უშველა".
იმედი ვიქონიოთ,რომ მიუხედავად ამ მარცხისა საქართველო მაინც შენარჩუნებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს.
- 29 მარტი 2011
- 3 028
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.