"აი ასე, ასე და მხოლოდ ასე იმარჯვებს "მადრიდი"

1979 წელს "სპორტინგისა" და "რეალის" მატჩში დაიბადა ცნობილი ანტიმადრიდული სკანდირება

ბევრი წლის უწინ, როდესაც Camaron de la Isla-მ გამოუშვა ალბომი La Leyenda Del Tiempo, Pink Floyd-მა კი The Wall-ი, ფლამენკო და როკი სამუდამოდ შეიცვალა. იმავე დროს ხიხონში, ჩრდილოეთ ესპანეთში, დაიბადა განთქმული სლოგანი-"Asi, asi, asi gana el Madrid", რაც ნიშნავს, "აი ასე, მხოლოდ ასე იმარჯვებს "მადრიდი", რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ზოგადი განწყობა ესპანეთში "სამეფო კლუბისადმი" ამბობენ, რომ დრო ყველაფერს მკურნალობს. ასევე ამბობენ, რომ ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება, მასზევე დარჩება. ამ ცნობილი გამონათქვამების ვალდებულებაა მოედანზე მომხდარი უთანხმოებები მის გარეთ არ გაიტანოს. მაგრამ ის, რაც მოხდა 1979 წლის 25 ნოემბერს ხიხონში, დღემდე რჩება ზოგი გულშემატკივრის გულებში. მაგრამ ეს, პროტესტის დაუწერელი ჰიმნია, ყველაზე პოპულარული ანტიმადრიდული "ჰიმნი": "აი ასე, მხოლოდ ასე იმარჯვებს "მადრიდი", ეს ნიშნავს, რომ სამეფო კლუბი მხოლოდ მსაჯების დახმარებით იგებს თამაშებს.

ესპანეთის ჩემპიონატი 1979/80.
ხიხონი. სტადიონი "ელ მოლინონი". 29,000 მაყურებელი.


ხიხონის "სპორტინგი 1- მადრიდის "რეალი" 1

"სპორტინგი" : კასტრო; ურია, ხიმენესი, დორია, კუნდი, ხოაკინი, დავიდი, მესა, აბელი (რეცა 89), კინი (აგილარი 83(, ფერერო.
მწვრთნელი : ხოსე მანუელ დიას ნოვოა.

მადრიდის "რეალი" : გარსია რემონი; სან ხოსე (რ.მარტინესი 38(, ბენიტო, პირი, კამაჩო, ანხელი, შტილიკე, გარსია ერნანდესი, ხუანიტო, სანტილიანა, კანინგემი.
მწვრთნელი : ვუადინ ბოშკოვი.

მსაჯი: აუსოკუა სანსი. გაძებება : ფერერო. გაფრთხილება : ურია, აბელი, სან ხოსე და ხუანიტო.

გოლები: 0-1. (31 წუთი) კინი (საკუთარ კარში). 1-1 (50 წ.) ხოაკინი.

თუ ამის დავიწყება გულშემატკივრებმა ვერ შეძლეს, მაშინ მით უმეტეს დაუვიწყარ მოგონებად დარჩა ის საღამო მათთვის, ვინც ამ მატჩის ცეცხლში იწვებოდა. იმისთვის, ვინც ეს იდაყვით დარტყმა თავის სახეში მიიღო, ვისმა მუხლმაც უდიდესი დარტყმა გადაიტანა. საუბარი მიდის ენცო ფერესოსა (სპორტინგი) და ისიდორო სან ხოსეზე (მადრიდი)

"გამარჯობათ"-ამბობს სან ხოსე ღიმილით, რომელიც იმ წამსვე ქრება, როდესაც მან შეკითხვა მოისმინა"

-რა მოხდა 1979 წლის 25 ნოემბერს?

"მხოლოდ ერთს ვიტყვი, მე იქ ტრავმა მივიღე, რომლის გამოც 14 თვე გამიცდა"-პასუხობს იგი. "მეტ არაფერს ვიტყვი. არც ერთ სიტყვას!"

მადრიდისტა სან-ხოსე მარცხენა ლატერალი იყო, იმ შესანიშნავ დაცვის ხაზს ხშირად შემდგონაც იხსენებდნენ : ხან-ხოსე, ბენიტო, პირი, კამაჩო. იგი მხოლოდ 24 წლის იყო, როდესაც მწვრთნელმა ვუადინ ბოშკოვმა, "მოლინონზე" მატჩის წინ მას დააბარა "სპორტინგის" ფეხბურთელის პირადი მეურვეობა. წინა ეზონში ლა ლიგის ბედი გადაწყვეტილ იქნა "სპორტინგისა" და "მადრიდის" პირად შეხვედრაში, ყველაფერი კი იმისაკენ მიდიოდა, რომ ჩემპიონატის მოსაგებად, "მადრიდს" ეს მატჩი უნდა მოეგო. ასე რომ ბოშკოვმა ახალგაზრდა მცველს რთული ამოცანა დაუსახა მიზნად, თავად სან-ხოსე ალბათ გრძნობდა, რომ მედლების ბედი მის ხელში იყო. თუ იგი ფერეროს შეაჩერებს, "მადრიდი" გამარჯვებისაკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგავს.

"ხიხონში პუბლიკა ფანტასტიური იყო"-იძახის გარსია ერნანდესი, მაშინდელი "რეალის" ფეხბურთელი. " "მოლინონზე" თავს მუდამ კარგად ვგრძნობდი. სახალისოა, რომ იმ საღამოს მე არ გამიგია მათი რაიმე ყვირილი. უკვე შემდგომ, როდესაც ჩენ სხვა სტადიონებზე ვთამაშობდით, პუბლიკა შემდეგს ყვიროდა : " აი ასე, მხოლოდ ასე იმარჯვებს მადრიდი", მე კი მეგობრები მეუბნებოდნენ:"გახსოვს? ეს ხიხონში დაიწყო!"

ლეგენდა საუბრობს იმაზე, რომ 1979 წლის 25 ნოემბერამდე, რამოდენიმე სტადიონის გამოკლებით, "მადრიდი" ესპანეთის ყველაზე საყვარელი გუნდი იყო. ამბობენ, რომ დაპირისპირება ხიხონიდან დაიწყო. ყველაფერი იმ მატჩის მეხუთე წუთზე დაიწყო. "უკვე მატჩის 5 წუთში სან-ხოსემ რამოდენიმეჯერ ჩამცხო ფეხებში"-იხსენებს ენცო ფერერო. "შემდეგ სეზონში მე იდაყვით მივიღე დარტყმა სახეში, მე კბილი მომტყდა და ტუჩი გამისკდა. მე მოვტრიალდი და ხელი ვკარი მას".

ფერერო-არგენტინელი მარცხენა ინსაიდი, რომელიც "ბოკა ხუნიორსიდან" მოვიდა, ტექნიკური თავდასხმელი დარტყმის შესახებ ვერ იხსენებს. სან ხოსე კი საუბრობს მასზე ისე, თითქოს დღემდე გრძნობს იმ დარტყმას შიპებით, პირდაპირ მუხლში. ტვ-ში ყველაფერი კარგად გამოჩნდა, ფერერომ მუხლში ჩამარტყა და დაეცა. ამის შემდგომ ექიმებმა ოსტეოხონდროზი აღმომიჩინეს (მუხლის ტრავმა), რომელიც ჩემ დროისთვის ურთულესი ტრავმა იყო. მე უნდა დამემთავრებინა ფეხბურთის თამაში. ძალზედ ცუდი მოგონებაა. 14 თვე არ მითამაშია, ფერერომ კი მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა დისკვალიფიკაციისთვის. გარდა ამისა, მე ვალდებული ვიყავი მომესმინა ეს სიმღერა.."

"მე ავწიე ფეხი, როდესაც მას ხელს ვკრავდი, მხოლოდ თავდაცვისთვის"-ამბობს ფერერო."მე მისთვის არაფერი დამიშავებია. ეს ყველაფერი ტყუილი და სიცრუეა, რომ მე, თითქოს, მას ტრავმა მივაყენე, მან ხომ განაგრძო თამაში იმ დღეს და შემდგომ კვირასაც ითამაშა".

სან ხოსემ 9 მატჩი ითამაშა. 10 თებერვლამდე. შემდგომ ექიმებმა აღმოაჩინეს ტრავმა, რომელმაც იმ დროისთვის უკვე გადაიტანა რამოდენიმე გართულება, ისიდრომ კი გამოტოვა იმ სეზონის ბოლო და შემდგომი-1980/81 წლის სეზონი. "მიუხედავად ამისა, არბიტრი ყველაფერს ხედავდა"-იხსენებს სან-ხოსე. წინა კვირას ხესუს აუკოსუა სანსმა გაიმეორა ის ყველაფერი, რაც 30 წლის წინ:"თავდაპირველად მე დავუსტვინე ფერეროს წინააღმდეგ წესის დართვევისთვის. მაგრამ როდესაც ჯიბეში ჩავძვერი ბარათის ამოსაღებად, დავინახე, რომ ფერერომ ცუდად ჩაარტყა სან-ხოსეს, რომელმაც ტრავმა მიიღო. ეს იყო შურისძიება. აგრესია. მე მოვიქეცი ისე, როგორც რეგლამენტი აცხადებს."

"არბიტრს ორივე უნდა გაეძევებინა"-ამთავრებს ფერერო. "მაგრამ მან წითელი ბარათი მხოლოდ მე მიჩვენა. როდესაც მან დაინახა, რომ სისხლი მომდის, მას შეეშინდა. იმ დროს "მადრიდი" ძალზედ გავლენიანი კლუბი იყო კაბინეტებში. 1978-79 სეზონებში მათ მედლების გარეშე დაგვტოვეს სალამანკაში, "მადრიდთან" მატჩში კი ორი ფეხბურთელი იყო გაძევებული. ამიტომ ხალხი, იმ საღამოს "მოლინონზე", არ იყო სტუმართმოყვარე. მაშინ ისეთი ცნება, როგორიცაა ანტიმადრიდიზმი, ჯერ არ არსებობდა."

როგორც კი ფერერო გაძებებული იქნა, მატჩის ატმოსფერო ძალზედ დაიძაბა, ტრიბუნებიდან მოედანზე ბალიშები მოფრინავდა. აუკოსუა სანსი: კინი ჩემთან მოვიდა და მითხრა:"ნუ ღელავ!". მატჩის 15 წუთით შეჩერება გახდა საჭირო. სტადიონი სკანდირებმა"მხოლოდ ასე, ასე და მხოლოდ ასე იმარჯვებს "მადრიდი!"

ხოსე მანუელ დიას ნოვოა, მაშინდელი "სპორტინგის" მწვრთნელი ამბობს, რომ 1979 და 1980 წლის სეზონებში "მადრიდი" დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. მაგრამ ამატებს:"დღეს მსაჯობის დონემ იმატა. თანაც, მათი უმეტესობა არ ცდება. ახლა მათ უშრო ეშინიათ შეცდომის დაშვება, რადგან შეიძლება მათ მთელმა მსოფლიომ გააკრიტიკოს ტვ-ს მეშვეობით. ადრე კი ისინი მხოლოდ "მადრიდის" წინააღმდეგ შეცდომის დაშვებას შიშობდნენ"

პირი, 1979 წლის "რეალის" კაპიტანი:"ადრე ანდიმადრიდიზმი არ იყო განთქმული. ახლა ანტიმ უფრო იმატა, რადგან ხალხი შეიცვალა. ბევრს უნდა, რომ იყოს ანტი-რაღაცა. სპორტშიც, პოლიტიკაშიც, ყველაფერში."

"სპორტინგი" მატჩს უმცირესობაში ასრულებდა. თავად მატჩი 1-1 სრულდებოდა. იმ დღიდან ანტიმადრიდისტებს ჰიმნი აქვთ.

  • n1ka
  • 28 მარტი 2011
  • 5 280
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)