ნეგრედო შესაძლოა სილვას ტრანსფერისთვის გამოიყენონ
ალვარო ნეგრედო, როგორც ჩანს, “რეალში” დიდხანს ვერ დარჩება. ამ ფეხბურთელს ჯერ ხაბი ალონსოს ტრანსფერისთვის იყენებდნენ, თუმცა ახლა შესაძლოა ის “ვალენსიაში” გადაბარგდეს, თუ “სამეფო კლუბმა” დავიდ სილვას შეძენა გადაწყვიტა.
აღნიშნული ინფორმაცია “მარკამ’ გაავრცელა. როგორც ცნობილი გახდა, ფლორენტინო პერესი მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე დავიდ სილვას ან ფრანკ რიბერის აუცილებლად შეიძენს.
“ბაიერნი” რიბერის გაყიდვას არ აპირებს, ხოლო “ვალენსიამ” მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შესაძლოა დავიდ სილვა მართლაც გაყიდოს. გარიგების წინააღმდეგი არც “ღამურების” თავკაცი უნაი ემერია, რომელიც თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებს, რამეთუ დავიდ ვილია და ხუან მატა, სავარაუდოდ, გუნდის დატოვებენ.
თავის მხრივ, არც ალვარო ნეგრედოა სახარბიელო მდგომარეობაში. ესპანელი ფორვარდის, რომელიც “რეალმა” ორი კვირის წინ “ალმერიადან” გამოისყიდა, მდგომარეობა ისედაც რთული იყო, მას შემდეგ კი, რაც “სამეფო კლუბმა” კარიმ ბენზემა შეიძენა, უკვე ნათელი გახდა, რომ “ბლანკოსში” დარჩენის შემთხვევაში, ნეგრედოს თამაში საერთოდ არ მოუწევს.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 5 ივლისი 2009
- 2 084
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.