ვან დერ ვაარტმა რედნაპსა და მოურინიოზე ისაუბრა
ინგლისური "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა "ას"-თან ინტერვიუში პარალელი გაავლო ჰარი რედნაპსა და ჟოზე მოურინიოს შორის.
შეგახსენებთ, რომ ეს ორი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის სტადიაზე დაუპირისპირდება ერთმანეთს.
"მე ძალიან მომწონს როგორც თამაშობენ "რეალი" და "ტოტენჰემი". არც ერთ გუნდში არ ზოგავენ ძალებს და ბოლომდე იხარჯებიან. "რეალის" ფეხბურთელები მოურინოისთვის თამაშობენ, იგივეს თქმა შემიძლია ჩვენი გუნდის ფეხბურთელებზეც. მოურინიო და რედნაპი თავიანთ გუნდებში ძალიან პატივსაცემი პიროვნებები არიან. ორივე ძალიან კარგი ადამიანია"-თქვა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა
- 28 მარტი 2011
- 2 011
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.