ტორილის კომენტარი
როგორც მოგეხსნენებათ, მადრიდის ”რეალის” სარეზერვო გუნდმა, ”ლეგანესს” 2-1 სძლია. მატჩის შემდეგ კი კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტორილმა, გააკეთა...
”ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და საწადელსაც მიაღწიეს. ეს მატჩი ურთულესი გამოდგა, ვინაიდან მოწინააღმდეგემ საკმაოდ კარგად ითამაშა. შეხვედრის დასაწყისში, ოპონენტები აშკარად გვჯობდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ. ასეთ თამაშს შედეგი ყოველთვის მოაქვს”.
აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე 3 163 გულშემატკივარი მივიდა: ”დიდი მადლობელი ვარ, იმისთვის, რომ თამაშს ბევრი ხალხი დაესწრო. გულშემატკივრებმა უდიდესი როლი ითამაშეს ჩვენს წარმატებაში”.
ტორილმა კომენტარი ხოსელუზეც გააკეთა: ”ხოსელუ ყოველთვის ბევრს შრომობს და ვარჯიშობს, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მან დაიმსახურა გოლის გატანა და სწორედ მისი დამსახურებაა ჩვენი გამარჯვება. ხოსელუს გარდა აღფრთოვანებული ვარ ფრან რიკოს ასპარეზობითაც”.
”7 თამაში დარჩა და ჩემპიონატი დასრულდება. მე მსურს, რომ ეს გათამაშება მაქსიმალურად კარგად დავასრულოთ, ამისთვის კი შრომა და მონდომებაა საჭირო, რაც ჩემ გუნდს ახასიათებს, ასე, რომ წინ დიდ მოგებები გველის” - განაცხადა ტორილმა.
წყარო:realmadrid.com
- 27 მარტი 2011
- 1 661
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.