ბექა: ""რეალის" დრო მოვიდა"

ვაგრძელებთ პროექტ "ინტერვიუ HalaMadrid.Ge-ს ადმინისტრაციასთან". ამჯერად გთავაზობთ მწერალ ბექა წიკლაურის ინტერვიუს.(beqa_reali) მინდა აღვნიშნო,რომ ჩემი რესპoდენტი ნამდვილი მადრიდისტაა და მის ინტერვიუში აღმოვაჩინე,რომ ვიღაც ჩემზე მეტი ემოციური გულშემატკივარი ყოფილა...

პირველ რიგში მოგესალმები ბექა.

გამარჯობა ვახო,მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ამ პროექტისთვის.

თავდაპირველად გაგვეცანი, ორიოდე სიტყვით გვიამბე შენს ცხოვრებაზე, სად სწავლობ, სად ცხოვრობ,რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ და .ა.შ?

ვარ 15 წლის, ვცხოვრობ თბილისში, ჩემი ძირითადი საქმიანობა სწავლაა.

რამდენი ხანია,რაც ჩვენი საიტის მომხმარებელი ხარ? რამდენად მნიშვნელოვანია HalaMadrid.Ge შენთვის?

ჰალაზე დაარსების დღიდან ვარ. Halamadrid.Ge- ს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ ისე მოხდა, რომ ინტერნეტი 5-6 თვე არ მქონდა, ის დრო ჩემთვის ღამის კოშმარი იყო. რადგან ჰალაზე შესვლას ხშირად ვერ ვახერხებდი.

რამდენი ხანია "ბლანკოსს" გულშემატკივრობ?

“რეალს” დიდი ხანია ვგულშემატკივრობ, დაახლოებით 10 წელი იქნება, მაგრამ პირველად “რეალის” თამაში, რომ ვნახე 6 წლის ვიყავი, და დიდად ვერც ვერკვეოდი ფეხბურთში, მაგრამ 1-2 წელში "რეალის" ფანად ჩამოვყალიბდი.

გულშემატკივართა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ამა თუ იმ კლუბის ფანი. შენ რამ გაიძულა გამხდარიყავი "რეალის" გულშემატკივარი?

2 ივნისს, ეს დღე არ დამავიწყდება (ჩემი დაბადების დღეაცა). და ამავე დროს მამაჩემმა კარლოსის ფორმა მომიტანა. თავიდან არ ვიცოდი ვინ იყო. ერთი ის ვიცოდი, რომ ფეხბურთელი იყო. შემდეგ ძალიან დამაინტერესა მისი თამაში, მამაჩემს ვეკითხებოდი კარლოსზე. მან მითხრა, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობსო. როდესაც პირველად ვნახე "რეალის" თამაში(არ მახსოვს ვის ეთამაშებოდა) მართლაც საოცარი გუნდი იყო. მაშინ ვთვქვი, რომ მე “რეალის” ფანი უნდა ვყოფილიყავი. თავიდან "რეალის" სახელი მეშლებოდა და "რიალს" ვეძახდი.დღეს კი "რეალი" ჩემი განუყოფელი ნაწილია.

შენებურად აგვიხსენი თუ რას ნიშშნავს იყო მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი.

ამის სიტყვებით გადმოცემა ჩემთვის შეუძლებელია, ეს უდიდესი რამ გახლავთ, როდესაც “რეალი” თამაშობს მე კანკალი მეწყება და სიცხე მაძლევს.

ფეხბურთის გარდა, რომელი სპორტით ხარ დაინტერესებული და რომელია შენი საყვარელი სპორტსმენი?

ძალიან მომწონს კალათბურთი და ჩოგბურთი. ხოლო რაც შეეხება ჩემ საყვარელ სპორტსმენს ეს რიკარდო კაკაა.

რომელ მატჩს გამოარჩევდი ბოლო წლებში,რომელიც "ბლანკოსს" ჩაუტარებია?

რა თქმა უნდა იმ "კლასიკოს" როდესაც “რეალმა” "ბარსა" 4-1 დაამარცხა და "ბარსამ" "რეალს" “კორიდორი” გაუკეთა.

რამე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდი?

არ ვიცი რამდენად კურიოზულია ეს ფაქტი, მაგრამ ავადსახსენებელი "კლასიკოს" მერე(0-5) სკოლაში ყველა მე დამცინოდა. კლასში მარტო მე ვარ “რეალის” ფანი და როდესაც ყელში ამოვიდა დერეფანში ვიდექი და დავიყვირე რეალი მაინც მაგარია მეთქი "ჰალამადრიდ", ამ დროს გამოიარა მე-5 კლასელმა და მომაძახა ან შენ რა გეშველბა ან "რეალსო", ნუ იმ ბავშვს რაც მოუვიდა, ალბათ ხვდებით… :D

რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი და რატომ?

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დღეს დღეისობით რიკარდო კაკაა. მე მისმა თამაშმა ძალიან მომხიბლა და ყოველთვის ერთი სული მქონდა მისი თამაშისთვის მეყურებინა.ჩემთვის ერთი სიხარული იყო მისი “რეალში” გადმოსვლა. სამწუხაროა, რომ იგი ვერ ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას.

რომელი გუნდის და ფეხბურთელისადმი გაქვს ანტიპატია და რატომ?

ვერ ვიტან “იუვენტუსს” და საერთოდ იტალიურ გუნდებს.ასევე დავამატებდი ორ ინგლისურ კლუბს - “სიტის” და “ჩელსის”.ხოლო ფეხბურთელებს გატუზოს და მატერაცის.

მოდი ახლა უშუალოდ კლუბის ამბებზე გადავიდეთ. როგორ შეაფასებ ჟოზე მოურინიოს მუშაობას "რეალში". რა მსგავსებებია და რა განსხვავებები მასსა და პელეგინის შორის?

ჟოზეს მუშაობას დადებითად შევაფასებ,ძალიან მოხარული ვარ რომ იგი “ბლანკოსს” წვრთნის.მსგავსება მხოლოდ ერთია პელეგრინის და მოუს შორის, ეს არის გამარჯვების სურვილი, თუმცა მე დიდ მადლობას მოვუხდი პელეგრინის “რეალში” გაწეული მუშაობისთვის.განსხვავება ძალიან ბევრია, მაგალითად მოურინიო ძლიერი ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია, მან იცის თუ რომელ ფეხბურთელს როგორ მოექცეს. ჩილელი ამ საკითხებში ძალიან ჩამორჩება ჩემი აზრით.

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ კანალესი გუნდს დატოვებს. რა აზრის ხარ ამაზე? როგორ ფიქრობ, სერხიოს ტრანსფერი საჭირო იყო?

ჩემი აზრით კანალესი იჯარით უნდა წავიდეს რომელიმე კარგ გუნდში, მაგალითად "არსენალში". ჯერ "რეალისთვის" ძალიან პატარაა. რაც შეეხება მის ტრანსფერის თაობაზე, ვფიქრობ რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო, რადგან ასეთი ნიჭიერი, პერსპეკტიული ფეხბურთელის დაკარგვა ძალიან ცუდი იქნებოდა.

დღევანდელი შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი და რატომ?

რა თქმა უნდა რონალდოს. მაგრამ კიდევ გამოვყოფდი კასილასს,ალონსოს და ოზილს.

ვინ არ იმსახურებს "ბლანკოსში" თამაშს?

ფერნადო გაგო.

რომელი ფეხბურთელის ხილვა გსურს "რეალში"?

ჯერჯერობით არავის ხილვა მსურს. კარგი იქნება თუ კანტერადან დავიმატებთ 1-2 ფეხბურთელს.

ამ ბოლო წლების განმავლობაში,რომელ ტრანსფერს არ მიესალმები და რომელი ფეხბურთელის გაშვება მიგაჩნია შეცდომად?

ამ ბოლო წლებში, რაც პერესი მოვიდა, ყველა ტრანსფერს მივესალმები. მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ყველაზე ცუდი ტრანსფერი ალბიოლის გადმოსვლაა.რობენის გაშვება არის ძალიან დიდი შეცდომა. ეს ამბავი რომ გავიგე, ცრემლი გადმომვარდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ "ბაიერნს" ვუქომაგებდი, მაგრამ ეს რობენმა და პერესმა მაიძულეს.

შენი აზრით, ვინ იმსახურებს ლიგის ჩემპიონობას "რეალის" გარდა?

არავინ. "რეალის" დრო მოვიდა.

გარდა "ბლანკოსისა" რომელი კლუბის მიმართ გაქვს სიმპატიები?

ძალიან მომწონს "ლივერპული". და "შალკეს" ვქომაგობ რაულის გამო.

სანაკრებო დონეზე რომელი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ და რატომ?

რა თქმა უნდა ფეხბურთის ჯადოქრებს, ბრაზილიის ნაკრებს. ხოლო ევროპაში - ჰოლანდიას.

ვის მიიჩნევ ყველა დროსი საუკეთესო მცველად?

ვისი თამაშებიც მინახია, იქიდან ვიტყვი. რობერტო კარლოსს.

შენ რომ "რეალის" მწვრთნელი ყოფილიყავი, რომელ ფეხბურთელებს დააყენებდი ძირითადში და რა ტაქტიკით ათამაშებდი გუნდს?

ტაკტიკა იქნებოდა შემტევი. - 4-1-2-3.

------კასილასი----
რამოსი-----პეპე-----კარვალიო------მარსელო
-----------------ალონსო--------------
------------იოზილი----------კაკა---------
დიმარია---------ბენზემა ან იგუაინი----------რონალდო.


რა შეგიძლია თქვა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით?

ქართული ფეხბურთი ძალიან დაბალი დონისაა. რაც ძალიან გულს მტკენს.ძალიან სასიხარულოა ნაკრების ასეთი წარმატებული თამაში, რაც ქეცბაია მოვიდა ნაკრებში, გუნდი უფრო გაძლიერდა.

რა აზრის ხარ ჰალას ადმინისტრაციაზე და რა ურთიერთობები გაქვს მათთან?

ჰალას თოთქმის ყველა ადმინისტრატორთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ძალიან კარგი ადამიანები და ადმინები არიან.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.

დიდი მადლობა ასევე შენც ვახო ინტერვიუს აღებისთვის. წარმატებებს გისურვებ მეც.

გაიხარე...


სტატიის ავტორი: ვახო ხოჯაშვილი (wishmaster)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)