ფიგუ: "ელ კლასიკოზე ოცნება არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესად ითამაშებ"

ფიგუ: "ელ კლასიკოზე ოცნება არ ნიშნავს იმას, რომ უკეთესად ითამაშებ"

როგორც მოგეხსენებათ მადრიდის "რეალი" 20 აპრილს "სამეფო თასის" ფინალში, რომელიც "მესტალიაზე" გაიმართება დაუპირისპირდება "ბარსელონას". ლუიშ ფიგუმ გააკეთა ანალიზი "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალზე და რამდენიმე ელ კლასიკოზე.

მოდით ჯერ გაანალიზეთ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა "ინტერი" "შალკე 04"_ეს წინააღმდეგ

-არავინ არაა დაზღვეული ვის რა მოწინააღმდეგე შეხვდება. ვფიქრობ ორივე კარგი კანდიდატია და "ინტერი" "შალკეს" დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად დაძაბული გამოვა.

მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, როგორ ფიქრობთ ამაგრებს გერმანელების შეტევას რაული?

-რა თქმა უნდა(იცინის). იგი ასაკის მიუხედავად მაინც კარგად ასპარეზობს. ძალიან ძლიერია კუთხურების მოწოდებების დროს. ვფიქრობ, რომ მას მოედანზე 2 ფეხბურთელი მუდმივად უნდა აკავებდეს იმიტომ, რომ ის ძალიან ტექნიკური და გამოცდილია.

როგორ ფიქრობთ, ემზადება რაული 1/4 ფინალისთვის?

-მე ვასპარეზობდი მასთან ერთად და კარგად მესმის მისი შესაძლებლობები. იგი მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა და ცდილობს ფეხბურთელები მაქსიმალურად შეამზადოს ძლიერი მატჩისთვის, მით უმეტეს როცა საქმე "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალს ეხება.

როგორ ფიქრობთ რა არის რაულის საიდუმლო? როგორ ახერხებს ასე კარგად თამაშს?

-იმიტომ, რომ იგი არის მებრძოლი სულის ადამიანი და არასდროს არ ნებდება. მან დაიწყო კარიერის ახალი და კარგი ეტაპი და ვფიქრობ, რომ მას ეს კარგად გამოსდის.

რას გვეტყოდით "ტოტენჰემისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირებაზე?

-"ტოტენჰემი" საკმაოდ კარგი მეტოქეა. იგი ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ მაინც გაუჭირდებათ მადრიდში ბერნაბეუზე ასპარეზი.

რას გვეტყოდით "შახტიორი" "ბარსელონას" დაპირისპირებაზე?

-"შახტიორში" ტექნიკური და ძლიერი ფეხბურთელები ასპარეზობენ. მათ შეუძლიათ "ბარსელონას" შეწუხება. ვფიქრობ ესეც ძალიან საინტერესო მატჩი გამოვა.

თუ რაიმე სურპრიზი არ შემოგვთავაზა ან "ტოტენჰემმა" ან "შახტარმა" და კიდევ ერთი ელ კლასიკო გაიმართოს, რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

-ეს შესაძლებელია, მაგრამ ჯერ არაფერია ცნობილი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

როგორ ფიქრობთ თუ მოლოდინი გამართლდა ამ გალაქტიკურ ნახევარფინალში "ბარსელონა" ფავორიტი იქნება?

-ყველაფერი ხდება მე ამ მატჩში არ მეყოლება ფავორიტი. მადრიდს შესწევს "ბარსელონას" დამარცხების უნარი. ყველაფერია მოსალოდნელი ამ ორი ძლიერი კლუბის დაპირისპირების დროს.

როგორ მოგწონთ მოურინიოს მუშაობა? მოიგებს ამ წელს რაიმე ტიტულს?

-კმაყოფილი ვარ. იგი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. ვფიქრობ ის დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

როგორ ფიქრობთ "ინტერს" ექნება შანსი ამ ორ დიდ კლუბს შორის გამაჯრვებულთან?

-დიახ არაფერია გამორიცხული. ჩვენ გასულ სეზონს მოვიგეთ "ჩემპიონთა ლიგა" და ახლაც შევეცდებით იგივეს გაკეთებას.

ინფორმაციის წყარო: Marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)