კარლოსი: "ჟოზეს მოსვლის შემდეგ, გუნდი სრულიად შეიცვალა"
მადრიდის რეალის ლეგენდამ - რობერტო კარლოსმა თავისი აზრი გამოთქვა "სამეფო კლუბის" მწვრთნელზე - ჟოზე მოურინიოზე.
"ჟოზე "ბლანკოსისთვის" იდეალური მწვრთნელია. ის ყოველთვის გამარჯვებულია და გუნდს უდიდესი თავდაჯერებულობა შემატა. პორტუგალიელის მოსვლის შემდეგ, სრულიად გუნდი შეიცვალა. "სამეფო კლუბის" პროგრესი აშკარაა და მე ვერ ვხედავ ამ პროგრესის საზღვარს. ასევე "ბლანკოსის" პლიუსია ის, რომ გუნდში დიდი კონკურენცაა, რაც ფეხბურთელებს არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ვფიქრობ, მოურინიო "რეალში" კიდევ დიდი ხანი დარჩება და უამრავ ტიტულს მოიგებს."
წყარო: Marca
- 27 მარტი 2011
- 1 826
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.