რვაფეხა პაულის მემკვიდრე თაგვი !!!
ალბათ სათაურიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ პროგნოზებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ნამდვილად არ ეხება "რეალს"... დანარჩენი სრულიადში...
თაგუნა ვოლფი საქართველოს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს...
უკრაინული "hotsport"-ის რედაქციაში რვაფეხა პაულის მემკვიდრე თაგვი, სახელად ვოლფი ჰყავთ, რომელმაც სხვა მატჩების გარდა, საქართველო-ხორვატიის მატჩის შედეგიც იწინასწარმეტყველა. თაგვმა სამ ალამს შორის, რომელიც ერთი საქართველოს დროშა იყო , მეორე - ხორვატიის, ხოლო მესამეს X (ფრე) ეწერა, საქართველოს ალამი აირჩია და მასთან მივიდა.
თაგვმა დღეს კიდევ 8 თამაშის პროგნოზი გააკეთა და უკრაინული საიტის მონაცემებით სენსაციური მხოლოდ საქართველო-ხორვატიის და უკრაინა-მაკედონიის (ფრე) შედეგი იყო.
25 მარტი
ავსტრია-ბელგია 1, ესპანეთი-ჩეხეთი 1.
26 მარტი
ირლანდია- მაკედონია X, საქართველო-ხორვატია 1, ისრაელი-ლატვია X, ბულგარეთი-შვეიცარია 2, ნორვეგია-დანია 2.
29 მარტი
ჩრდილოეთ ირლანდია-სლოვენია 2, თურქეთი-ავსტრია 1,უკრაინა-იტალია X.
რა თქმა უნდა, "წინასწარმეტყველი" თაგუნას არჩევანი საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივრისთვის გასახარი და მისაღებია, თუმცა, ერთიცაა - ვოლფი რვაფეხა პაულისგან განსხვავებით, დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა. თავისი ნიჭი მან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების კენჭისყრის წინაც გამოავლინა, თუმცა შეცდა და "შახტარი" "ინტერთან" დააკავშირა.
- 26 მარტი 2011
- 3 741
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.