ზედმეტსახელად "იასამნისფერი წიწაკა" (ნაწილი I)

ბევრ თქვენგანი შეიძლება ერთი შეხედვით ვერ მიხვდეს თუ რა შუაშია აქ პერესი, მაგრამ როცა ამ სტატიის დასაწყისს წაიკითხავთ , არამგონია ვინმე კვლავ დარჩეს გაუგებრობაში.

მაშ ასე, ბევრი კითხვა დაიბადა მადრიდის რეალის ფინანსებთან დაკავშირებით, როგორც კლუბის გულშემატკივრებში, ასევე თავად კლუბის არაკეთილმოსურნეებშიც. რატომღაც ისე ხდება , ალბათ უბრალოდ დამთხვევაა, რომ ეს კითხვები ერთი ადამიანის მოსვლისთანავე მძაფრდება და მის წასვლისთანავე ქრება. ძირითადად ეს "ტკივილი" სხვათა ბანაკში განპირობებულია ალბათ იმ ფაქტით, რომ მადრიდის რეალის ფინანსების გაგება რბილად რომ ვთქვათ, რთული საქმეა, ვინაიდან ბევრი ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის. მაგრამ ერთი რამეა მიკვირს მე პირადად, რატომ მაინცდამაინც ერთი პიროვნების მოსვლის შემდეგ უჩნდებათ ხოლმე ეს კითხვები? რატომ?... პასუხს ცოტა უჩვეულო ფორმით გაგცემთ. ავიღოთ წიწაკა. პირველ ჯერზე როცა წიწაკის ჭამას იწყებთ, მანამ სანამ გემოს არ გაუსინჯავთ, ვერ მიხვდებით, ცხარეა თუ არა. როცა ცხარეს ჭამთ პირი გეწვით, მანამ სანამ მის ჭამას არ შეწყვეტთ. მეორე ჯერზე იმ წიწაკას უკვე აღარ გაეკარებით. ბევრი ვიცი ეხლა გაიცინებს, მაგრამ ეხლავე გეტყვით, თუ რა შუაშია აქ წიწაკა.

როცა მადრიდის რეალის სათავეში მოვიდა ადამიანი სახელად ფლორენტინო პერესი, მაშინ ვინაიდან და რადგანაც "სხვათა ბანაკში" მყოფებმა არ იცოდნენ რა იყო და ვინ იყო, ბევრიც არ უმტვრევიათ თავი, მაგრამ როცა ნელ–ნელა ნახეს, თუ რას ჩადიოდა და რეებს შვებოდა, მაშინ უკვე "აქვითინდნენ", უკაცრავად ქართველთათვის უფრო გასაგებად ვიტყვი – "აღშფოთდნენ". აღშფოთდნენ და შფოთავდნენ მანამ , სანამ ეს "ვიღაც" არ წავიდა. მათ უკვე საკმარისი გამოცდილება ქონდათ და როცა მსოფლიო ფეხბურთის "კეთილდღეობას" ხელახლა "დაემუქრა" სხვადასხვა გამოგონილი საფრთხეები (ეს იგივეა, როცა ბავშვს ეუბნებიან ცხარე წიწაკის ჭამა მავნებელიაო), მაშინ კვლავ ამოიღეს ხმა.

მოკლედ, ეს სიტყვები განზე გადავდოთ და მოდით ვცადოთ გავერკვიოთ მადრიდის რეალის ფინანსურ საკითხებში და ვნახოთ , რაოდენ მართალია გარიყულების/განზე მდგომების მოსაზრებები.

მადრიდის რეალის ფორუმზე საინტერესო დისკუსიას ქონდა ადგილი:

"ჩემი აზრით ფული უნდა ჩავდოთ იმ ფეხბურთელში, რომელიც მოედანზე ბევრ სამუშაოს ასრულებს და ამიტომაც მიმაჩნია, რომ რონალდუ ამდენი არ ღირს"– პაკო ბიუო.

"ამიტომაცაა, რომ მე და შენ ქუჩიდან მოსული უბრალო მოქალაქეებისავით ვართ, ხოლო ფლორენტინო კი გასაოცარად წარმატებული პიროვნებაა"– ხუან კარლოს გომესი.

მოკლედა, მადრიდის რეალმა 2000/2001 წლის სეზონი სემდეგი მდგომარეობით დაიწყო: 250 მლნ. ევროიანი ვალები (თანხები ევროებში შესაბამისი კურსითაა გადაყვანილი), მაგრამ ახალი პრეზიდენტ–ფლორენტინო პერესით, რომელიც გულშემატკივრებს ფიგუს ყიდვასა და კლუბის ვალებისგან გაწმენდას შეპირდა. პირველი მათგანი უცბადვე იქნა შესრულებული, ხოლო 2001 წელს ფლორენტინო პერესმა გაყიდა ქალაქ მადრიდში მდებარე კლუბის საწვრთნელი ბაზა "სულ რაღაც" 480 მლნ. ევროდ. პრეზიდენტმა დაფარა ყველა ვალი, რომელიც კლუბს გააჩნდა და დაიწყო გალაქტიკოსის მშენებლობა. კლუბს უკვე არ ქონდა საწვრთნელი ბაზა, მაგრამ მასთან ერთად ვალებიც გაქრა. 78 მლნ. მაშინვე იქნა დახარჯული ზიდანის შესაძენად.

მიუხედავად ყველაფრისა 4 წლის განმავლობაში გალაქტიკოსმა არ გაამართლა და პერესი წავიდა. რა დატოვა მან წასვლის შემდეგ?

2009 წლის 7 იანვარს, ბარსელონას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად "ნათელი გახდა", რომ 2006–2007 წლის სეზონის განმავლობაში ლა ლიგის კლუბებს საერთო ჯამში დაუგროვდათ მიახლოებით 3 მლრდ. ევროს ვალი: "დასკვნის მიხედვით ამ ვალებიდან ფეხბურთელების შეძენაზე პროცენტულად ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოდის–1,332 მლრდ. ევრო. კლუბების სათავეში დგას მადრიდის რეალი 527 მლნ.–იანი ვალებით, მას მოსდევენ ატლეტიკო–430 მლნ–ით და ბარსელონა–388 მლნ.–ით." სად წავიდა ფული? პასუხი ასეთია: "საერთო ჯამში... 2000/2001 სეზონიდან დაწყებული 2006/2007 წლის სეზონით დამთავრებული კლუბი დაკავებული იყო ფეხბურთელების შეძენით, ასევე სტადიონის დანახარჯების და დანახარჯები მშენებლობაზე გათვალისწინებით მადრიდის რეალმა დახარჯა 748 მლნ. ევრო."

ამისგან გამომდინარე იყო, რომ პერესის დროს მადრიდის რეალის ყველა კომერციული საქმიანობა–სტადიონი, ტელეუფლებები, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობისგან მიღებული შემოსავლები, მერჩედაიზინგი– მას მხოლდ საკუთარი საოპერაციო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობებს აძლევდა. საგადასახადო გადასახადები, გასვლითი ტურები, კომუნალური მომსახურებები, სტადიონის რეკონსტრუქცია და ა.შ. იმის საშუალება, რომ მოეხდინათ ზიდანისნაირ ფეხბურთელებში ფულის ჩადება , მადრიდის რეალს არ ქონდა. ამიტომაც მან თავი ვალებში ჩაყო. მადრიდის რეალს ახალი საწვრთნელი ბაზა 70 მლნ. ევრო დაუჯდა.

ფეხბურთელებისა და მათი სარეკლამო უფლებების შეფასება შუძლებელია, ვინაიდან რეალს პერესამდეც ყავდა ფეხბურთელები და მისი წასვლის შემდეგაც დარჩა. რეალურად 2000 წლის დროინდელი კლუბისა და 2006 წლის დროინდელი კლუბის ღირებულების შეფასება მხოლოდ ბაზარს შეუძლია. მაგრამ მთავარი სხვა რამეა–ამით რა იქნა მოგებული? რეალმა მოიგო ორი ჩემპიონატი და ერთი ჩემპიონთა ლიგა–სამი ტიტული.

მაშ ასე, ფლორენტინო პერესის ეპოქამ კლუბი ასეთ სიტუაციაში ჩააგდო: აქტივები შემცირდა 410 მლნ. ევრომდე (კლუბმა დაკარგა საწვრთნელი ბაზა 480 მლნ. ევროს ღირებულებით და შეემატა იმავე დანიშნულების ბაზა 70 მლნ. ევროს ღირებულებით), ვალები გაიზარდა 277 მლნ. ევროთი (250–დან 527–მდე), საერთო ჯამში ფლორენტინო პერეისის მმართველობის პერიოდში კლუბმა დახარჯა 687 მლნ. ევრო, საშუალოდ 229 მლნ. ევრო ტიტულისთვის, ეს არაა დანახარჯები (ის უფრო მეტია)
, არამედ პირდაპირ გაღებული ხარჯები. ანუ მადრიდის რეალი სულ ვალებში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის შემოსავლები იზრდებოდა ყოველწლიურად.

ქვემოთ მოყვანილია მადრიდის რეალის მიერ მიღებული მოგებები ფლორენტინო პერესის მმართველობის პერიოდში:

- 2000/01 - 137 მლნ. ევრო
- 2001/02 - 152 მლნ. ევრო
- 2002/03 - 192 მლნ. ევრო
- 2003/04 - 236 მლნ. ევრო
- 2004/05 - 275 მლნ. ევრო
- 2005/06 - 292 მლნ. ევრო


საერთო ჯამში: 1,284 მლრდ. ევრო

სტანდარტული EBITDA (შემოსავლები საპროცენტო ხარჯების, გადასახადებისა და ამორტიზაციის ხარჯის გათვალისწინების გარეშე)

- 2000/01 - -24 მლნ. ევრო
- 2001/02 - -33 მლნ. ევრო
- 2002/03 - +1 მლნ. ევრო
- 2003/04 - +51 მლნ. ევრო
- 2004/05 - +47 მლნ. ევრო
- 2005/06 - +58 მლნ. ევრო


საერთო ჯამში: +100 მლნ. ევრო.

კლუბის სუფთა შემოსავალმა EBITDA–ს მიხედვით ვერცერთ წელს 20%–ს ვერ გადააჭარბა, მაგრამ ყურადღება გაამახვილეთ ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე, სადაც ასახულია კლუბის საოპერაციო ხარჯები და შემოსავლები (მონაცემები აღებულია IESE University of Navarra–ს გამოკვლევებიდან "Real Madrid-Barcelona Business strategy, june 2006"):

ზედმეტსახელად "იასამნისფერი წიწაკა" (ნაწილი I)

გრაფიკიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ კლუბი მომგებიანი მხოლოდ 2003/04 და 2004/05 სეზონის განმავლობაში იყო.

აქ ყურადღება გასამახვილებელია იმ ფაქტზე, რომ ბალანსში აისახება ფეხბურთელის ყიდვა–გაყიდვის ყველა ხარჯი, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გადავადება. იგი აისახება "არარეალიზებული ყიდვა–გაყიდვის" ოპერაციის სახით. გარდა ამისა, მადრიდის რეალი იყენებს საფინანსო წლის განმავლობაში ფეხბურთელის დაჩქარებულ ამორტიზაციას. ეს მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კანონის მიხედვით ამორტიზაცია უნდა დაერიცხოს თანაბრად მთელი კონტრაქტის ვადების განმავლობაში. რისთვის? იმისთვის, რომ არარეალიზებული ხარჯები–შემოსავლების უარყოფითი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა შენარჩუნებულ იქნას დადებითი EBITDA. ამასთანავე ფეხბურთელის დროზე ადრე ამორტიზაცია, იძლევა საშუალებას არ იქნას ბალანსში ასახული მის შესაძენად გადახდილი თანხა.

ნაწყვეტი პერესის ინტერვიუდან:

მართალია თუ არა, რომ კლუბში ფეხბურთელების შესაძენად ფულს არავინ დებდა? არც თქვენ?

დიახ, ასეა. ერთადერთი შემთხვევა მოხდა 2000 წელს , როცა მე დავდე ჩემი ფული კლუბის ვალების დასაფარავად. ამის გარეშე ვერ შევძლებდით საბანკო კრედიტის მიღებას. ამის შემდეგ ყველაფერი წესრიგში ჩადგა, ეხლა კლუბს თავისუფლად შეუძლია მიიღოს საბანკო კრედიტი საკუთარი ბუღალტრული ბალანსის დახმარებით.



P.S გაგრძელება იქნება

  • shvela
  • 12 სექტემბერი 2009
  • 2 343
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (249)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)