ბეილის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
ბეილმა მიიღო ტრამვა და როგორც ექიმები ვარაუდობენ, შესაძლოა "ტოტენჰემის" ნახევამრცველმა ვერ შეძლოს თამაში 1/4 ფინალში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება და სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და ტოტენჰემის ჰოტსპური დაუპირისპირდება.
როგორც ექიმები აცხადებენ, მას მყესის ძლიერი დაძაბულობა აქვს, რომელიც ხელს შეუშლის 1/4 ფინალში სანტიაგო ბერნაბეუზე. ბეილი დაუბრუნდა თავის გუნდს 2 კვირის უკან. იგი აქამდე ლაზარეთში იყო მოთავსებული და წელის ტრამვა აწუხებდა. ამ მიზეზის გამო მას გაუცდა დაახლოებით ნახევარი თვე. რამდენიმე დღის შემდეგ "ვესთ ჰემთან" მატჩში მან მყესის ძლიერი დაძაბულობა იგრძნო. სადაც მან მოედანზე 90 წუთი გაატარა.
როგორც თავიდან ექიმები ვარაუდობდნენ ეს იყო უბრალო დაძაბულობა ნახევართვიანი პაუზის შემდეგ და სწორედ ეს იყო მყესის დაჭიმვის მიზეზი, მაგრამ მას ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევა, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელს მუხლის ტრამვა აქვს. ბეილს მოუხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება. არა მარტო "ტოტენჰემის" არამედ მისი ეროვნული ნაკრების თამაშზეც. ფეხბურთელი მაქსიმალურად ეცდება, რომ მალე აღიდგინოს დაზიანება და შეუდგეს ვარჯიშს.
თუ მოხდება ისე, რომ ბეილი ვერ შეძლებს თამაშს სანტიაგო ბერნაბეუზე "ჩემპიონთა ლიგაში" ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დანაკარგი "ტოტენჰემისთვის". მის პოზიციაზე იგი ძალიან კარგად ასპარეზობს და ასევე გუნდს მაღალ დონეზე ეხმარება შეტევის კარგად წამოწყებაში.
ინფორმაციის წყარო: El Pais
- 26 მარტი 2011
- 2 089
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.