“რეალი” ალონსოს შეძენას აღარ აპირებს
კატალონიური “სპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” “ლივერპულთან” მოლაპარაკებებს, ხაბი ალონსოს ტრანსფერის თაობაზე მალე შეწყვეტს.
როგორც ცნობილი გახდა, ფლორენტინო პერესი “ლივერპულის” მიერ მოთხოვნილი თანხის, ანუ 50 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. პერესმა არაერთხელ სცადა სატრანსფერო თანხის დაკლება, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ამიტომ უახლოეს მომავალში ის სხვა ვარიანტებზე გადავა, მათ შორის უმთავრესად განიხილება იტალიელი დანიელე დე როსისა და ალბერტო აკილანის კანდიდატურები.
საქმე იმაში იყო, რომ “რეალი” 35 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებდა. მოლაპარაკებები კი, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში შეწყდება.
თავად ფეხბურთელი კი, ორაზროვან განცახდებებს აკეთებს. ინგლისელ ჟურნალისტებთან საუბარში ხაბიმ თქვა, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა არ იცის, ეს როდის მოხდება, ამასთან, ის “ლივერპულშიც” კმაყოფილი ყოფილა საკუთარი მდგომარეობით.
ინფორმაციის წყარო: Sport.es
- 5 ივლისი 2009
- 2 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.