1958. ფერენც პუშკაში:"უნგრეთში ფეხბურთი უფრო ტექნიკურია, ვიდრე ესპანეთში

არქივები | ფერენც პუშკაშის 1958 წლის ინტერვიუ|| იგი მადრიდული კლუბის შეტევის გაძლიერებისთვის მოვიდა და იმედოვნებს რომ ლა ლიგაში კარგად ათამაშდება. ფერენც პუშკაშს აკვირვებს, რამდენად ბრწყინვალე ფეხბურთს აცვენებენ ესპანეთის ჩემპიონატში, და ის, რამდენ ძალას მოითხოვს ეს.

პუშკაში, ერთ-ერთი ფენომენია მსოფლიო ფეხბურთში, უნგრული კლუბის "გონვედის" დატოვების შემდეგ, მან მოიხდინა ორწლიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც უსამართლოდ იყო დანიშნული ფიფას მიერ (1956 წლის 4 ნოემბერს სამჭოთა კავშირმა უნგრეთი დაიპყრო. სამშობლოში, რომ არ დაბრუნებულიყო, ვენაში, ბილბაოს გზაზე, თავის მშობლიურ "გონვედთან" ერთად, პუშკაში თავის სხვა მეგობრებთან ერთად დეზერტიად გამოცხადდან, რის გამოც ფიფამ მას სანქციები წარუდგინა. იგი "სამშობლოს ღალატში" იყო დადანაშაულებული, და უნგრეთში დაბრუნება მხოლოდ 1981 წელს შეძლო), მოვიდა "მადრიდში". ამ შესანიშნავი ფეხბურთელით ბლანკოსმა შეტევა გააძლიერა.

ახალ სტილთან აკლიმატიზირება-ადვილი საქმე არ არის. უნგრული ფეხბურთი, როგორც არგენტინული, ფრანგული და ესპანური, ფლობს თავის თვისებებს, ამიტომაც საჭიროა ფერენც პუშკაშს დრო მიეცეს რათა მან მიაღწიოს თანაგუნდელებთან ურთიერთგაგებას.

პუშკაში ჯერ არ საუბრობს თავისუფლად ესპანურად, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებლად ხსნის

-ესპანური ფეხბურთი საკმაოდ სწრაფია. ამიტომაც კონკურენცია ძლიერია, უნდა დატოვო მოედანზე ყველაფერი, რათა წარმატებას მიაღწიო. არ ვამბობ რომ ეს რთულია, გესმით ჩემი?

თქვენ გუნდა თქვათ, რომ ესპანეთში ფეხბურთი ბევრად სწრაფია, ვიდრე უნგრეთში?

იქაც თამაშობენ სწრაფ ფეხბურთს, მაგრამ როდესაც ამის საჭიროებაა. ზოგი ამბობს, რომ ჩვენ ნელი და ცივები ვართ. მაგრამ არა, ჩვენ ასეთები არ ვართ.

ჩვენს ფეხბურთს უფრო დამღლელად მიიჩნევთ?

ყველა მატჩი რთულია. ამიტომ უნდა იმუშაო სრული საათნახევარი დასვენების გარეშე.

რა არ არის ესპანურ ფეხბურთში უნგრულთან შედარებით?

შესაძლოა, ჩემს ქვეყანაში ფეხბურთი უფრო ტექნიკურია. ჩვენ ვცდილობთ ბურთი ვამოძრაოთ, აქ კი ეს უფრო რთული და დამღლელია.

მაგრამ ბოლოს და ბოლოს თქვენ ისევე თამაშობთ, როგორც "მადრიდში" ყველა.

იმედი მაქვს კარგად შევუერთდი გუნდს.

ადაპტაციის რომელ პერიოდს მიიჩნევთ მისაღებს?

ესპანეთში სულ 10 მატჩი ვითამაშე. სამი "გონვედთან" და შვიდი "მადრიდთან" ერთად, ამიტომ ვთვლი, რომ ნაადრევია ჯერ სრულ ადაპტაციაზე საუბარი. უნდა შეისწავლო ყველაფერი, რათა შეიტყო მათი სტილი და დაიწყო ნელ-ნელა ადაპტირება. როდესაც მე მეტ მატჩს ჩავატარებ ლა ლიგაში, ვფიქრობ ჩემთვის რაიმე შეიცვლება.

ესპანეთის ჩემპიონატის განვითარებას როგორ ხედავთ?

ეს ისევე რთული იქნება, როგორც სხვა ქვეყნებში. "მადრიდის" დამარცხება, ისევე როგორც "გონვედის", ყველას სურს. ეს გაიძულებს ყველა მატჩში ძალების დაუზოგავად ბრძოლას.

გახდება "მადრიდი" ჩემპიონი პუშკაშთან ერთად?


ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეიძლება.

  • n1ka
  • 26 მარტი 2011
  • 1 992
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)