კარლოსი:"რატომ უნდა ითამაშოს მარსელომ დაცვაში?"
მახაჭკალის "ანჟის" მცველმა რობერტო კარლოსმა "ას"-თან ინტერვიუში მარსელო ჟუნიორის თამაშზე ისაუბრა. რობერტოს თქმით, კრიტიკა, რომელიც "თეთრების" ნომინალური მცველის მიმართ ისმის, თითქოს და მას არ სურს დაცვაში თამაში უსაფუძვლოა.
"რატომ უნდა ითამაშოს დაცვაში მარსელომ? გუნდს ხომ მეკარე და ორი ცენტრალური მცველი ყავს. "რეალში" იმ მხრივ გამიმართლა, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიცაა რედონდო და იერო. პირველი მე მაზღვევდა, მეორე კი უკნიდან შესანიშნავად მოქმედებდა. ახლა იგივე მეორდება პეპესთან, ალონსოსა და ლასსთან. მარსელომ ყოველთვის ასე უნდა ითამაშოს. ველით მის ასპარეზობას ბრაზილიის ნაკრებში"-თქვა რომერტო კარლოსმა.
- 26 მარტი 2011
- 2 361
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.