გოლეადორების გარემოცვა (4)
მცირე პაუზის შემდგომ განვაგრძობთ "ლა ფაბრიკის" გეიმერების განხილვას. ჯერი შემტევებზეა.
თავი მეოთხე. შემტევები.
თუ არსებობს რაიმე ეჭვი, მაშინ უდავოდ უნდა გადავერთოთ პაბლო სარაბიაზე, რომელიც გოლისთვისაა დაბადებული. ის იმ საგვარეულოს მიეკუთვნება, რომელთა ომებმაც იციან, რომ დროის უქონლობა-აუცილებელია და მათ მხოლოდ კუთხე, მეტრი და წამი ჭირდებათ მომენტის გადაწყვეტისათვის. მის გარეგნულობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იგი ზოგჯერ სანტილიანას გავს, ანუ ფრენის მექანიზმს, რომელიც მუსკულატურასაა მიმაგრებული, ან ბუტრაგენიოს, დროის ჰაერში შეჩერების მისტიკური შესაძლობლობით, მაგრამ ზოგჯერ იგი უბრალო პაბლოა. თუმცა ინსტინქტი მას მუდამ გააჩნია.
მას ყურადღებას თუ მივაქცევთ, მივხვდებით, რომ ის იმ ცეხს მიეკუთნება, საიდანაც გამოვიდა დავიდ ვილა, რომელსაც ძალიან ადვილად ეხერხება გამოძვრეს შეტევების ქაოსიდან; რომელიც დარტყმის იდეალურ პოზიციას ეძებს;რომელისაც გააჩნია ორიენტირების შესანიშნავი გრძნობა; და რომელიც მოედანზე იქცევა ისე, თიქოს უკვე იცის საქმის ნამდვილი სიღრმე: სპორტის ასეთ სახეობაში ერთი საგოლე მომენტი უკანასკნელ შანსად შეიძლება მოგევლინოს. ჩამოთვლილთაგან ყველაფერი გააჩNია მას, მან უკვე შეაგროვა ბურთის პაუზით ფლობის, ფინტების, აკრობატიული დარტყმების, ლიდერული თვისებებით გატანილი გოლების კოლექცია. ამ ყველაფერს ვერავინ იწინასწარმეტყველებს და ვერ უპოვის ნაკლს. მისი არსენალი გამოსადეგია როგორც ნადირობაში, ისევე ომში. ესპანეთში მასზე სერიოზულ იმედებს ამყარებენ, იტალიაში კი, მისთვის ცხოვრებას მისცემდნენ.
საფრანგეთში უკვე მზად არიან მოკვდნენ ენცო ფერნანდესისთვის, რომელიც უკვე თამაშობს როგორც ზრდარსული ადამიანი "კადეტა ა"-ში. იგი უფრო ცნობილია როგორც ენცო ზიდანი. მისმა მამამ გადაწყვიტა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა არ ეტარებინა ამ გვარის სიმძიმე, რომ მან თავისუფლად იგრძნოს თავი. მაგრამ ნათქვამია:"მხატვარის შვილს არ შეუძლია არ გამოიყენოს მომენტი და არ აიღოს ხელში პალიტრა. დღეს იგი 16 წლისაა (183 სმ), და ენცო მხოლოდ იმაზე ნერვიულობს, როგორ განაგრძოს ზრდა თავისი ჯანრმთელობის შენარჩუნებით, როგორ გაამაგროს თავისი თამაში და შეეჩვიოს კალჩოს, როგორც მისი შეძენის მთავარ კანდიდატებს. მაგრამ იგი უკვე თამაშბს ცნობილი ფრანგული რეპერტუარით: ლამაზი ბურთის ფლობა, მარსელის რულეტკა, მოულოდნელი ფინტები და სხვა საათის მექანიზნი, რომლებსაც თავის დროზე აჩვენებდა "წმინდა ზიზუ".
კანტერას კიდევ ერთი რაული
პერიფერიულ ჭორებში, სადაც აგენტები საუბრობენ , რაულ "რულო" დე ტომასის სახელი ისმის, "ხუვენიალ ბ"-ს თავდასხმელის, კარგი ფეხბურთელი ცუდი ბიჭის სახით, რომელიც, როგორც პროფესიონალური მკვლელი იტანს გოლებს, როდესაც ეს გუნდს ჭირდება. მას აქვს ის თვისებები, რომლებსაც ვერ ისწავლი კოლეჯში-მას შეუძლია მოკლას ბურთი ასი სხვადასხვა მეთოდით. მამის მხრიდან-ესპანელი, დედის მხრიდან კი-დომინიკანელი, მას აქვს არამხოლოდ ორმაგი მოქალაქეობა, არამედ ორმაგი მჭრელი დანაც. მან შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც აკადემიის დიადი ფეხბურთელები, მას შეუძლია მხარში დაუდგეს მეგობარს, შტანგიდან შტანგაზე გადაადგილება, თამაშის შეცვლა და მოედანზე სივრცის პოვნა, მაგრამ ასევე მას შეუძლია თამაში, როგორც რაიონის დიადი ფეხბურთელები, ეძებოს მვკდარი კუთხე, დაიმალოს დაცვის ცენტრში და როდესაც მომენტი გამოჩნდება, იგი მკვლელის პირველ და უკანასკნელ თვისებას ავლენს : იგი არასოდეს პატიობს. იგი დასრულებით ფაზაშია, ექსპერტი, რომელიც თავისას გაიტანს, თავისი მკვლელის ხელოვნების მეშვეობით.
ახლო-მახლო, ვალდებებასას ერთ-ერთ მოედანზე შესაძლოა შეგვხვდეს ნაჩო ფერნანდესი, ალექსის ძმა, ფრან სოლი, ხოსე როდრიგესი, ფრან რიკო, ლუკას ვასკესი, მიკი მუნიოსი, ოსკარ პლანო, რუბენ იანდესი, ხუან კარლოს პერესი, ფრანა პასტორეს, რუბენ ლოპესის, მარიო არმოსოს, დენის ჩერიშევის, ხოსე ლეონის, მარკოს ლეგასისა და სხვა ახალგაზრდა კანდიდატების, რომლებიც სწავლობენ ლა ფაბრიკას ფერების დაცვას, ისინი მისი სიამაყე იქნებიან. თვითოეული მათგანი ბრძოლობს ოცნებისთვის, რათა გახდეს დი სტეფანოს, მიჩელის, რონალდოს, გუტი, კარლოსის, რაულის, ალონსოს, ოზილი შემცვლელი, სხვები კი ოცნებობენ გახდნენ შემქმნელნი ან პიონერები.
მოთმინებისა და გამართლების გრამი და ნებისმიერი ის ფეხბურთელი, რომელზეც არაფერია დაწერილი (რატომ არა ხოსე მარია ბარილი ან გონსალო მელერო), შეძლებენ ოცნებების ასრულებას : საუბარი მიდის "ბერნაბეუს" მოედანზე შესაძლო თამაშზე. თუ ჩვენ კარგად დავფიქრდებით, მაშინ რატომ არ იმსახურებს ამ ადვილს ვიქტორ მერჩანი, ეს გამხდარი ფეხბურთელი "კასტილიიდან?".
ვინ არის ვიქტორ მერჩანი? რა კითხვაა. რათა დავადგინოთ მისი თამაში, მოდით გავიხსენოთ ჩინური გამოთქვა :" თუ გინდა იცოდე, როგორი გრძნობა გეუფლება ვეფხვის შეხებისას, მოეფერე კატას". ვისაც სურს ნახოს როგორ თამაშბს ინიესტა, მაშინ მოეფეროს ვიქტორ მერჩანს. ან ვისაც სურს კრიშტიანუს თამაშზე წარმოდგენა ჰქონდეს, შეხედოს ხესეს, ან ვან ბასტენით დაინტერესებისას შეხედოს მორატას თამაშს. ამ შემთხვევაში ჩვენ დასაწყისში ვბრუნდებით, დაუსრულებელი ისტორიის განმეორებისათვის.
საჯარიმო მოედნის ცხოველები
გოლეადორები-ეს არის ელექტრიული მუშაობის შედეგი, ეს არის გამოსხივება, გუნდის ენერგია. მუდამ ხიფათში ყოფნისას, მათ უნდა შეინარჩუნონ უმკაცრესი დამაჯერებულობა და დამღლელი პრესინგი : მათთვის საჯარიმო მოედანი-არის არასტაბილური ტერიტორია, სადაც ხდება მოულოდნელი ქმედებები და იცვლება ყოველი მეორე სახელი. ასეთ დაძაბულობაში ყოფნისას, თავდასხმელებმა უნდა გააერთიანონ თავიანთი შესაძლებლობები.
ერთნი, უგო სანჩესის მემკვიდრენი, ამოკლებენ მუშაობს ორ ქმედებამდე : პასი სივრცისთვის და საბოლოო შეხება. სხვები, ამანსიოს მემვდირენი, ანახებენ იმას, რაც ფეხბურთზე საუბრისას, ყველაზე მოკლე მანძილი ორ თავდასხმელს შორის-ეს იგივეა, რაც ყველაზე გრძელი დისტანცია. ეს ის გოლეადორები არიან, რომლებსაც ინდივიდუალიზმში ადანაშაულებენ. ასევე არსებობენ ის თავდასხმელები, რომლებიც ამ ორ ტიპს აერთიანებენ. საუკეთესოთაგან რამოდენიმე ახლა ლა ფაბრიკაში იზრდება.
*პირველი ნაწილი იხილეთ აქ
*მეორე ნაწილი იხილეთ აქ
*მესამე ნაწილი იხილეთ აქ
- 26 მარტი 2011
- 2 306
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.