უკვე 25 წელი გავიდა
სრულდება 25 წელი, რაც "ბუიტრეს ხუთეულმა" თავისი პირველი ლა ლიგა მოიგო. ამის შემდგომ დაიწყო ბრწყინვალე სერია 5 ჩემპიონობით ზედიზედ, რომელიც გაუტოლდა "რეალის" მიერ დამყარებულ 60-წლების რეკორდს.
თითქოს ეს გუშინ მოხდა, მაგრამ უკვე 25 წელი გავიდა იმ მომენტიდან, რაც "ბუიტრეს" ხუთეულმა ლა ლიგის პირველი ტიტული მოიგო, პირველი, რომელსაც ზედიზედ 4 გამარჯვება მოყვა 1986-დან 1990-მდე. ეს გახდა "მადრიდის" მიღწევის გამეორება, ძველი 1960-64 იანი წლების მადრიდის. ეს იყო პირველი ლა ლიგა რამონ მენდოსოსთან ერთად პრეზიდენტის რანგში, რომელმაც მწვრთნელად ლუის მოლოვნა არჩია, რომელსაც გუნდის წაყვანა ერთი ხელის მოქნევით შეეძლო.
"ხუთელს" უკვე ჰქონდა დებიუტი პრიმერაში 1983/84 წლებში მიჩელის გამოკლებით, რომელმაც პირველ გუნდში ასპარეზობა სხვებზე ადრე, 1982 წელს დაიწყო. ყველაფერთან ერთად უნდა დაემატოს სხვა ხუთეულის ყოფნა-"მაჩოების ხუთელის", რომელიც შედგენილი იყო უგო სანჩესის, მასედასა და გორდილიოსისგან, მათ ემატებოდა მაგ დროს უკვე ვეტერანი კამაჩო, ხუანიტო და სანტილიანა. ყველა მათგანმა თავისი წვლილი შეიტანა საბოლოო გამარჯვებაში. მაგრამ "რეალმა" ჩემპიონატი არადამაჯერებელი თამაშით დაიწყო, სანამ ფეხბურთელები არ შეეჩვივნენ ერთმანეთს. გუნდში ბევრი ინდივიდუალისტი იყო, მაგრამ მათ არ ყოფნიდათ დრო, ერთმანეთთან შეთამაშებისათვის. ტურები მიდიოდა, "თეთრი" მანქანა კი თავის თამაშს აუმჯობესებდა და მიაღწია სტრატოსფერულ დონეს. მხოლოდ წყვილი, შედგენლი ბუტრაგენიოსა და უგო სანჩესისგან, თავიდან ბოლომდე უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა.
შესვენება. გადამწყვეტი მომენტი უეფას თასზე განცდილი მარცხი გახდა. ნოემბერში "ბორუსია" მენხენგლადბახმა "ბლანკოსი 4-0 გაანადგურა 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში. იმ მომენტიდან, მოლოვნას (ამ მარცხის მერე მისი სამწვრთნელო მომავალი "რეალში" უდიდესი კითხვნის ნიშნის ქვეშ დადგა) შეგირდები, ათამაშდნენ შესანიშნავად და ბრწყინვალე წაუგებელი სერია გამოავლინეს, რომელმაც ისინი ზამთრის ჩემპიონებად აქცია. 17 ტური-მეცამეტედან დაწყებული "ვალიადოლიდი (3-2), 31 ტურით დასრულებული, "ლას პალმალასის" წინააღმდეგ (4-3). მათ დაამყარეს უამრავი შესანიშნავი მაჩვენებელი (გაიტანეს 50 გოლი 20 მატჩშ). ისინი ჩემპიონები 1986 წლის 23 მარტს გახდნენ, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე. მათ ბერნაბეუზე "ვალიადოლიდი" (2-1) დაამარცხეს. სეზონის დასრულების შემდეგ "რეალის" სტატისტიკა არაჩვეულებრივი იყო : 26 გამარჯვება და ოთხი ფრე 34 ტურში, 83 გატანილი გოლი, 56 დაგროვილი ქულა-მაშინდელი ლა ლიგის რეკორდი-ამასთან ერთად, "რეალმა" მაშინ ბერნაბეუზე არც ერთი ქულა არ დაკარგა. "რეალმა" წინა ჩემპიონი, "ბარსელონა" 11 ქულით ჩამოიტოვა.
როგორც ვალდანო ერთი წლის შემდგომ იტყვის :" ის გუნდი ისეთ ფეხბურთელებს აგროვებდა, რომელთაც გოლის გატანა შეეძლო".
ეფექტიურია : გორდილიოს შესანიშნაობა მარცხნიდან, მიჩელის სპირალები მარჯვნიდან, ვალდანოს თავდადება, ხუანიტოს კურაჟი, კამაჩოს ცხელი სისხლი, მასედას სიძლიერი, სანჩისის კლასი, ჩენდოს დამაჯერებულება, უგო სანჩესის საგოლე ალღო, მარტინ ვასკესის ნიჭი და ბუტრაგენიოს უდიდესი ფანტაზია.
ტომას რონსერო. საუკეთესო გუნდი, რომელიც უნახავს ჩვემს თვალებს.
"ბუიტრეს ხუთეულის" "მადრიდი" იყო საუკეთესო გუნდი, რომელიც ოდესმე მინახავს. მამაჩემი მარწმუნებს, რომ ინპერატორული "მადრიდი", შედგენილი კოპასგან, რიალის, დი სტეფანოს, პუშკაშისა და ხენტოსგან იყო ბევრად ძლიერი. უდავოა, რომ ის უკეთესი იყო, მაგრამ ჩვენ მაშინ პროექტშიც არ ვიყავით. ჩემი თაობისთვის, შემდგომი მადრიდი "ხუთეულის" ეპოქის, ძეგლი იყო. ორი დაუღლელი ლატერალით თამაში, კამაჩოსა და გორდილიოს, მარშალი ცენტრალური მცველის, სანჩისის, მიჩელის, ვასკესის, ხუანიტოს, ბუტრაგენიოს, უგო სანჩესისა და ვალდანოს გუნდში ყოლა ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ახლა საუკეთესო იქნებოდა.
ახლა "ბარსა" ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ მას არ გააჩნია ის მართვა. ის "მადრიდი" იყო მიწისძვრა და ამავე დროს ისეთივე ტკბილი, როგორც რძე. ის იყო გული და ხელოვნება ერთ სხეულში. ის თამაშობდა პასში პასში მხოლოდ თუ საჭირო იყო, ის იყენებდა მეშვიდე კავალერიას, თუ მატჩს სცენარი ამას მოითხოვდა. ასე მოიგო მან ლა ლიგა. მარტში და ოთხი ტურით ადრე. მწვრთნელი მოლოვნა იყო. დონ ლუისი:"ითამაშეთ, როგორც შეგიძლიათ და დატკბით." ეს იყო სიბრძნის დაფა. ეს იყო ცხოვრების "მადრიდი".
- 25 მარტი 2011
- 2 426
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.