ვან დერ ვაარტი:"ამ დაპირისპირებაზე ვოცნებობდი. მართლა"
სანამ "ტოტენჰემის" მთლიანი გასახდელი თავჩაღუნული იჯდა კენჭისყრის შემდეგ, რაფაელ ვან დერ ვაარტის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაიელვა. იგი მადრიდში ბრუნდება, სადაც ხალხს ის კვლავ უყვართ მიუხედავად, რომ მან კლუბში სულ რაღაც ორი წელი ჩაატარა. ახლა კი ის ისტორიას ლონდონელებთან ქმნის, კერძოდ კი ჩემპიონთა ლიგაზე.
"მადრიდი" კვლავ გზაზე გადაგეღობათ. თქვენ პირველად ხვდებით ყოფილ გუნდს, თან ეს ხდება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში. რას გრძნობს ასეთი განსაკუთრებული დაპირისპირების წინათ?
ეს ის შეხვედრაა რომელზეც ვოცნებობდი, მართლა. მე კვლავ მსურს ვნახო ჩემი მეგობრები გუნდიდან. მე "რეალიდან" კარგად წამოვედი და ვამაყობ, რომ მქონდა იქ თამაშის საშუალება, ტოპ-ქალაქსა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიად კლუბში. მე მადლობელი ვარ, რომ მქონდა შანსი "რეალში" თამაშის. ჩვენ მოგვიწევს ორი განსაკუთრებული მატჩის ჩატარება როგორც სპორტული, ისევე პირადი გადმოსახედით.
თქვენ თქვენს "მადრიდულ" ეტაპზე აღფრთოვანებით საუბრობს. არ გაქვს არანაირი სურვილი დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ თამაშის გაგრძელება მადრიდულ გრანდში?
არა, შურისძიების მცირე სურვილიც არ გამაჩნია. მე შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობა მაქვს ბიჭებთან. ორ სეზონში მე მქონდა ამაღლებაც და დაცემაც. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩენ ვერც ერთი ტიტული ვერ მოვიპოვეთ და ამის გამო მოხდა ასეთი ცვლილებები შემადგენლობაში. მიუხედავად ამისა შურისძიების არანაირი სურვილი არ მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო მადრიდული გრანდიოზული ეტაპი და მე ხშირად ვიხსენებ ამ დღეებს. ეს მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.
როგორ მოგწონთ მოურინიოს "მადრიდი". როგორ ფიქრობთ, გააკეთა გუნდმა ნაბიჯი უკეთესობისკენ და ახლა უფრო დამაჯერებლად გამოიყურება?
ვთვლი, რომ "მადრიდი" ძალიან კარგად თამაშობს. მე მაქვს გრძნობა თითქოს ისინი უკვე გაიზარდნენ. ეს უდიდესი გუნდია.
"ტოტენჰემის" პატივისცემის მიუხედავად, თვლით, რომ "მადრიდი" ლიგის მოგების უმთავრესი ფავორიტია?
(იცინის). რა თქმა უნდა. მათთა საუბედუროდ, მათ გზაზე "ტოტენჰემი" გადაეყარათ, რომელიც შეაჩერებს მათ (კვლავ იცინის). ახლა სერიოზულად, თუ შენ 1/4 ფინალამდე მიხვედი, ესეიგი გაქვს შანსი საბოლოო გამარჯვების. ცოტა უნდა გაგიმართლოს, რადგან ასეთ სტადიაზე მოხვედრით შენ უკვე დაამტკიცე, რომ კარგი გუნდი ხარ. იქნება სანახაობრივი, დაძაბული მატჩები, რომლებიც ასახავს ჩემპიონთა ლიგის სრულ სილამაზეს.
"რეალის" ლა ლიგის მდგომარეობაზე რას ფიქრობთ? თვლით, რომ ის წელს უფროა "ბარსელონას" დონესთან მიახლოვებული ვიდრე შარშან? შეამცირა თუ არა მან სხვაობა?
შარშან თითქმის 100 ქულა დავაგროვეთ ჩემპიონატში. ეს უამრავია. ასეთი რიცხვით ჩვენ თითქმის ყველა წინა ლა ლიგაში ჩემპიონები გავხდებოდით, ყველაში თუ არა. ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ "ბარსელონაც" ისეთივე დაუძლეველი გუნდი იყო, როგორც ჩვენ, უკეთესიც კი. საუბედუროდ, ვთვლი, რომ წელსაც იგივე მოხდება. "რეალი" ფენომენალურად ასპარეზობს, მაგრამ 5 ქულით ჩამორჩება. მოურინიოს გუნდი უკეთესად თამაშობს და ვთვლი, რომ ისინი შეძლებენ "ბარსელონას" დონესთან მიახლოვებას.
გულშემატკივრებს სწამთ მოურინიოსი და დარწმუნებულნი არიან, რომ მასთან ერთად დაბრუნდება ტიტულები.
წინ სეზონის დასკვნითი ფაზაა, მოურინიომ ყველას აჩვენა "პორტოში", "ჩელსისა" და "ინტერში", რომ შეუძლია ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ყველა ტიტულს მოიგებს.
იზრუნეთ ჟოზეზე, დააზოგვინეთ ფული და არ ჩამოიყვანოთ ლონდონში თვენი მატჩების საყურებლად, ანუ თავად ახსენით რა თვისებები გააჩნია თქვენს გუნდს. რით გააკვირვებს "ტოტენჰემი" "რეალს" იმ მატჩებში, რომლებშიც არ არის ფავორიტი?
ჩვენ შესანიშნავ გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ უდიდესი ენთუზიაზმით, ჩვენ გვაქვს კლასი. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია : პასი, როგორც ნორმა, მაგრამ ასევე ჩვენ თავდაცვა შეგვიძლია თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. შეგვიძლია ჩავაგდოთ ბურთები საჯარიმოში და კონტრშეტევის შანსს ველოდოთ. ჩვენს თამაშში არის ვარიანტები, ევროპაში კი ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.
თქვენი შემტევი ფეხბურთელების გვარები ძალზედ ცნობილია მთელს მსოფლიოში, ვის გამოყოფდით პირველ რიგში?
პიტერ კრაუჩს. მას მცველები ვერ უდგებიან გვერდით.
რას იტყვით გარეთ ბეილზე? ესპანეთში ის ძალიან მოდური ფეხბურთელია, რომელსაც თვალს "რეალი" და "ბარსელონა" ადევნებს.
მორიგი შესანიშნავი ფეხბურთელი. ლოგიკურია, რომ მისით დაინტერესდებიან.
თქვენ შესანიშნავად იცით, როგორ იქცევა "ბერნაბეუ" უდიდესი მატჩების დღეებში, წარმომოდგენია, თქვენ თქვენს მეგობრებს მოუწოდებთ, რომ არ შეეშინდეთ. როგორ ფიქრობთ, სტადიონი ამ დაპირისპირებაში დიდ როლს ითამაშებს?
რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ დაგვიმტკიცებია უკვე, რომ ლეგენდარულ სტადიონებზე თამაში შეგვიძლია, მაგალითად "სან-სიროზე". თამაშის დროს მან ჩვენ დიდად არ მოგვხიბლა. როდესაც მატჩში ებმევი, გავიწყდება გარემოცვა.
თქვენ გუნდს უყურებთ, რომ მას შეუძლია "მადრიდს" შეეწინააღმდეგოს, რომელიც, როგორც თავად კარგად იცით, კვდება ლიგის მოგების წყურვილით.
ჩვენ გვაქვს კლასი, რათა გავაკვირვოთ "რეალი" ორმატჩიან დუელში. თუ შევძლებთ ჩვენი თამაშის ჩვენება, მაშინ კარგ შედეგს მივაღწევთ "ბერნაბეუზე". ჩვენ სრულიად უნდა დავიხარჯოთ მოედანზე, რისთვისაც მზად ვართ.
- 25 მარტი 2011
- 1 933
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.