მოურინიოს ხსნა - იგუაინი
იგუაინის გამოჯანმრთელება, შანსს მისცემს მოურინიოს, რათა გაამრავალფეროვნოს თავდასხმის ხაზი.
მოურინიოს სასიხარულოდ, "პიპიტა" სულ მალე გამოჯანმრთელდება. სხვადასხვა პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, "პიპიტამ" ხერხემლის ტრავმა მოირჩინა. შეგახსენებთ, თავდასხმელს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში გაუკეთდა. ახლა კი, ამჟამინდელი გარემოება, მოურინიოს ხელს აძლევს, რომ ითამაშოს 3 პორვარდით.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მოურინიო მთელი სეზონის განმავლობაში ერთსა და იგივე ტაქტიკას ირჩევს სათამაშოდ. კერძოდ, 4-2-3-1. ტაქტიკა, რომელმაც პორტუგალიელს წარმატება მრავალ კლუბში მოუტანა, რომელსაც წვრთნიდა. ასეთი გუნდებია: "პორტო," "ჩელსი," მილანის "ინტერი" და მადრიდის "რეალი." ესეთი ტაქტიკა, მხოლოდ შეტევებზე ფიქრს ნამდვილად არ ითვალისწინებს, თუმცა 2 ფორვარდის დაყენება მოურინიოს ნამდვილად შეეძლება. ესეთი ფაქტი პირველად მოხდა, რონალდოს ტრავმის დროს, როდესაც ბენზემამ და ადებაიორმა ითამაშეს ერთად. ახლა იგუაინიც მზადაა. ასე რომ, მოურინიოს ძალიან დიდი შესაძლებლობა ექნება, რომ გაამრავალფეროვნოს თავდასხმის ხაზი.
ამ ყველაფერს თან ერთვის ის, რომ ორივე ფეხბურთელს შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. მაგალითად, "პიპიტა" პირველი 2 სეზონი ხან მარჯვნივ თამაშობდა, ხანაც სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე. ასეთი რამეები უყვარს კიდეც მოურინიოს და მსგავს რამეს აკეთებდა ეტოოს შემთხვევაში, როდესაც ჯერ კიდევ მილანის "ინტერში" მოღვაწეობდა. ასე რომ, დი მარიას პოზიციაზე, შეიძლება ნებისმიერი ფორვარდთაგანი ვიხილოთ.
ვნახოთ რას გამოიწვევს, იგუაინის დაბრუნება და რას მოიფიქრებს "განსაკუთრებული."
წყარო: Www.Defensacentral.Com
- 25 მარტი 2011
- 2 156
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.