გუტი: "ჩემი დამშვიდობება "რეალთან" უკანა კარიდან მოხდა"

"კლუბის დატოვება გადავწყვიტე, რადგან კლუბს და ჩემს შორის არ იყო კარგი ურთიერთობა." - თქვა ესპენალმა "Four"-თან.

"მე მადრიდის დატოვება გადავწყვიტე, რადგან სიტუაცია ჩემს და კლუბს შორის არ იყო კარგი. ძალიან დიდი დრო ვიყავი ამ გუნდში და ამიტომ ბოლოს ვეღარ ვიგებდი ტიტულებს." - თქვა გუტიმ, რომელიც კვლავ მადრიდისტად რჩება, თუმცა ამჟამად ესპანელი "ბეშიქთაშში" თამაშობს.

"იმედი მაქვს, როდესაც რაული და მე კარიერას დავასრულებთ, რაიმე სპეციალურ საღამოს გავმართავთ "ბერნაბეუზე." ასევე ვიმედოვნებ, რომ მექნება იმის შანსი, რომ ბავშვებს გავაგებინო, თუ რას ნიშნავს ამ შესანიშნავი ფორმის ტარება. პრობლემა ახლა ისაა, რომ ნებისმიერი ბავშვი "ბარსელონას" აირჩევს."

"მოურინიომ კარგი გუტის დანახვაც შეძლო."

ვეტერანი ფეხბურთელი, ითვალისწინებს ამჟამინდელ სიტუაციას "რეალში" და ამბობს: "მე მომწონს მოურინიო. იგი ძალიან ჭკვიანი და გულწრფელია. ვფიქრობ, თუ "განსაკუთრებული" 2 წელში ბევრ ტიტულს მოიგებს და გამოცდილებასაც შეიძენს.

გუტიმ ასევე კომენტარი გააკეთა იოზილზე: "ჩემთვის პატივია, როდესაც იოზილს მადარებენ, რადგან ხარისხის მხრივ, იოზილი საუკეთესოა მადრიდის "რეალში." და ბოლოს თავის მომავალ კარიერაზე: "თურქები მოწადინებულნი არიან. მათ ჩემი დარჩენა სურთ, ასევე მწვრთნელს უდიდესი გამოცდილება გააჩნია."

ვნახოთ რა მოხდება მომავალში. მანამდე კი წარმატება ვუსურვოთ ცოცხალ ლეგენდას მადრიდის "რეალისა."

წყარო: Www.As.Com

  • Nishni
  • 25 მარტი 2011
  • 2 358
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)