"Marcatoons"-მოუს ზედმეტსახელი

"Marcatoons"-მოუს ზედმეტსახელი



გთვაზობთ ქართულ თარგმანთან ერთად მოკლემეტრაჟიან მულტფილმს "Marcatoons"-ის ახალ სერიას, რომელსაც მოურინიოს მეტსახელი ჰქვია.





გასახდელში

მოურინიო: მაშ ასე, ყველა აქ ხართ?

სერხიო რამოსი: დიახ, ყველა აქ ვართ, ვინც ვარჯიშიდან მოახერხა ცოცხლად დაბრუნება.

მოურინიო: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ყველას გაქვთ მეტსახელები. მაგალითად კასილასი, მას უწოდებენ "ელ კაპიტანს".

კასილასი: იცი, ეს არ არის მეტსახელი, მე ნამდვილად გუნდის კაპიტანი ვარ.

მოურინიო: შესაძლოა. კარგი გულახდილები ვიყოთ, მითხარით როგორ მომიხსენიებთ მე მეტსახელით?

კასილასი: "მისტერით"

მოურინიო: სისულელეა, არ მინდა თვალთმაქცობა! სიმართლეს აუცილებლად გავიგებ რომელიმე თქვენგანისგან. ასე, შენ, შენ, შენ შეგიძლიათ გახვიდეთ, შენ კი პედრო ლეონ აქ დარჩები...

დაკითხვა

მოურინიო: სიმართლე მითხარი, როგორ მომიხსენიებთ მე?

პედრო ლეონი: "ლამაზმანს"

მოურინიო:ნუ ბოდავ. სიმართლის ცოდნა მსურს. შენ მე ყველაფერს მეტყვი! დასაწყისისთვის, შენ რა მეტსახელი გაქვს?

პედრო ლეონი: მე მეტსახელი არა მაქვს.

მოურინიო: როგორ თუ არ გაქვს!? ყველა მოთამაშეს უნდა ქონდეს მეტსახელი. კარგი, თუ შენ არ გაქვს მეტსახელი, დღეიდან შენ იქნები "მოადგილე"!

პედრო ლეონი: "მოადგილე"? მაგრამ ეს რაღაც დამამცირებელია...

მოურინიო: რა? დამამცირებელია ჩემი "მოადგილეობა"? მითხარი, როგორ მომიხსენიებენ მე მეტსახელით, თორემ იქნები ასე ნორმალური მეტსახელის გარეშე!

პედრო ლეონი: კი მაგრამ, რომ არ ვიცი.

მოურინიო: ოო, ნუ წუწუნებ რა პედრო ლეონ. მე მომენდე!

პედრო ლეონი: კარგი...თქვენ გიწოდებენ..."ბუზღუს"

მოურინიო: რაა? ცხოვრება ხომ არ მოგბეზრდათ თქვენ? კარგი, მაშ შენც გექნება მეტსახელი. ხელს მოაწერ ამ საბუთს და ყველა ვალდებული იქნება დაგიძახოს ეს მეტსახელი!

პედრო ლეონი: არ მჯერა...

მოურინიო: ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვთქვი, ამას სრული სერიოზულობი ვიძახი.

ფეხბურთის მოედანზე

პედრო ლეონი: ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა

კასილასი: ეს ნაკლებად სავარაუდოა. იცი? ახლა ყველა "ქვეშევრდომს" გეძახის!

პედრო ლეონი: ეს რატომ? მე ხომ, საბუთს მოვაწერე ხელი!

მოურინიო(კონტრაქტის საბუთზე): წარმატებები "ერკულესში"!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)